პოლიტიკა: გერმანია: გეყოთ მთელი ევროპის კვება | მსოფლიოს ამბები | ||
გერმანიის ათასობით მოქალაქემ შაბათს, 12 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო მორიგ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მხოლოდ მაინის ფრანკფურტზე, რომელიც გფრ-ის ეკონომიკურ დედაქალაქად მიიჩნევა, დაახლოებით 10 ათასი მომიტინგე შეიკრიბა, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გარს შემოეხვივნენ ქალაქის საქმიან კვარტალს, სადაც მსხვილი ბანკებია განლაგებული. ბერლინში დემონსტრაციებში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეების რიცხვის გაზრდა „იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებს ყელში ამოუვიდათ სიტუაცია, როდესაც პოლიტიკა ფინანსურ ბაზრებზე დამოკიდებული ხდება, ხოლო დიდ ბანკებს მთელი საზოგადოებების შანტაჟირება შეუძლიათ“. გერმანელებს არ სურთ მთელი ევროპის კვება და მიტინგზე გამოვიდნენ. მომიტინგეები, რომელთა შორისაა ანტიგლობალისტები, ეკოლოგები, პროფკავშირთა წარმომადგენლები, ამგვარად, ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკით თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავენ და იმედოვნებენ „გფრ-ის მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან ამჟამინდელი ფინანსური კრიზისიდან შორს მიმავალი დასკვნები გააკეთოს“. ამას გარდა, დემონსტრაციების მონაწილეები სამუშაო დღის ხანგრძლივობის სერიოზულ შემცირებას, ღირსეულ ხელფასსა და ფინანსური სისტემის დემოკრატიზაციას მოითხოვენ. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მანიფესტანტების ერთ-ერთი ლოზუნგი: „ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი მთავრობისა, ეს მთავრობას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხისა“. შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გერმანიაში კიდევ ერთი მოძრაობა გაჩნდა, რომელიც ევროზე უარის თქმასა და მარკის დაბრუნებას მოითხოვს. ამ ლოზუნგის ქვეშ მთელი პარტიაც კი შეიქმნა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3885.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.