| აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ | | მსოფლიოს ამბები |
აშშ-ის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტური ფორმების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება “GHN“. ობამას ადმინისტრაცია იძულებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა არამიწიერი ცივილიზაციების საკითხის თაობაზე მას შემდეგ, რაც საიტის გამყოფილებაში „ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში“ გაჩნდა მიმართვა, რომელიც მოითხოვდა უცხოპლანეტელების შესახებ სამთავრობო მონაცემების გასაიდუმლოებას. ერთი თვის განმავლობაში ამ მოთხოვნამ 17 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 1 | ვრცლად... |
|
| ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა | | საქართველოს ამბები |
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ წერილით მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს, წერილში გამოხატულია შეშფოთებულობა საქართველოს დედაქალაში მოხეტიალე ცხველებთან ბრძოლის არსებულ მეთოდებთან დაკავშირებით. მან გაასამართლა იმ მოხეტიალე ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც ქალაქში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ბარდოს მიაჩნია, რომ ამგვარად მოხეტიალე ცხოველთა რაოდენობის დარეგულირება არ შეიძლება და ეს, პირიქით, მოხეტიალე ცხოველთა ზრდას იწვევს. „დაჟინებით გირჩევთ ქვეყანაში ცხოველთა დამცველებთან დიალოგი დაიწყოთ და მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის ცივილური პროგრამა უზრუნველყოთ“, - წერს ცნობილი მსახიობი.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:08 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| „ქართული პარტია“: ბიძინა ივანიშვილის განცხადება პროვოკაციაა და 90-იანი წლების რუსეთს ჰგავს | | საქართველოს ამბები |
„ქართულ პარტიაში“ პროვოკაციად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმაზე, რომ პარტიის რიგები ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დატოვა, იუწყება “GHN“. „ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გარკვეული ეიფორია გამოიწვია. ივანიშვილის მხრიდან „ქართული პარტიისა“ და ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის ნეგატიური და საკმაოდ გაუგებარი შეფასების მიუხედავად, „ქართულმა პარტიამ“ არა მხოლოდ თავი შეიკავა მასთან ამ თემაზე პოლემიკაში შესვლისაგან, არამედ სოზარ სუბარმა, „ქართული პარტიის“ სახელით, მასთან თანაშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:07 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|