ეს საინტერესოა: წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნი „პეპი გრძელი წინდა“ რასიზმის ნიშნებს შეიცავს და „კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებითაა“ სავსე, განაცხადა თეოლოგმა ესკე ვოლრადმა ევანგელისტი ქალების გერმანული ასოციაციიდან. „საქმე არა იმაშია, რომ თავად ფიგურა პეპი გრძელი წინდა რასისტულია, არამედ იმაში, რომ ტრილოგიის სამივე წიგნი კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებით არის სავსე“, - აციტირებს ვოლრადს შვედური ინტერნეტ-გამოცემა The Local. ვოლრადმა აღნიშნა, რომ გამომცემლებმა უკვე შეცვალეს ერთ-ერთ წიგნში მთავარი გმირის მამა - „ზანგთა მეფის“ მაგივრად წიგნში გაჩნდა „სამხრეთ ზღვის მეფე“. მაგრამ პრობლემური სხვა წიგნის ფრაგმენტებიც რჩება, მიაჩნია ვოლრადს. „წიგნში შავი ბავშვები თეთრი ბავშვების თვალწინ ერთმანეთს ქვიშას ესვრიან. როდესაც წიგნს ჩემს ნათესავს ვუკითხავდი, რომელიც შავკანიანია, ეს ეპიზოდი უბრალოდ გამოვტოვე“, - თქვა ვოლრადმა და აღნიშნა, რომ იგი წიგნს მთლიანობაში ვერაფერს უსაყვედურებს. პირიქით, მასში ძალიან ბევრი პოზიტიური მხარეა: მაგალითად, ძლიერი ქალის ხასიათი, ბავშვების პასუხისმგებლობა საკუთარი საქციელისთვის, პროტესტი ცხოველების მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ, ხელისუფლებების კრიტიკა, მაიჩნია ვოლრადს. რაც შეეხება იმ ეპიზოდებს, რომელთა წაკითხვა შავკანიანი ბავშვებისთვის უხერხულია, ვოლრადის აზრით, კარგი იქნებოდა წიგნებში ყოფილიყო შენიშვნები, რომლებიც რასისტული გამოთქმების კონტექსტს ახსნიდა. ამდაგვარად, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ისწავლიდნენ ცხოვრებას მულტიკულტურულ საზოგადოებაში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3890.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ნოემ. 2011, 20:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.