პოლიტიკა: დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოს საპარლამენტო უმცირესობა უბრალოდ კომიკურ მდგომარეობაშიაღმოჩნდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობამ დეპუტატთა რიცხვის გაზრდის კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი თავი კომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა, მიაჩნია დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, იტყობინება “GHN“. „GHN“-თან საუბრისას ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციას დეპუტატების რიცხვის 190-მდე გაზრდის მორალური და სამართლებრივი ტვირთი დაადო. მისი თქმით, პრეზიდენტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ 2003 წლის რეფერენდუმი უკავშირდებოდა საკითხს, თანახმა იყო თუ არა საქართველოს მოსახლეობა, რომ დეპუტატთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 150 ადამიანს. „რეფერენდუმის შედეგების გადახედვა მხოლოდ რეფერენდუმის მიერ უნდა ხორციელდებოდეს. რეფერენდუმს კანონიერი ძალა აქვს. პრეზიდენტი თავს იკავებს იმისგან, რომ 1 მილიონი ადამიანის ნება-სურვილის წინააღმდეგ წავიდეს და ერთპიროვნულად აიღოს პასუხისმგებლობა. პრეზიდენტის დასახმარებლად მორჩილი საპარლამენტო უმცირესობა მოვიდა. მათ არც კი გაუპროტესტებიათ ის, რომ პრეზიდენტმა დეპუტატების რიცხვის 150-დან 190-მდე ზრდა დაასაბუთა იმით, რომ ამას ოპოზიცია ითხოვს, თავად კი იგი წინააღმდეგი იყო. რეფერენდუმის შედეგების უგულებელყოფა სამართლებრივი ნონსენსია“, - თქვა ლორთქიფანიძემ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3882.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 ნოემ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.