| ბრედ პიტმა სამსახიობო კარიერის დასრულება გადაწყვიტა | | მსოფლიოს ამბები |
ბრედ პიტი სამსახიობო პროფესიიდან წასვლას აპირებს. მსახიობმა ავსტრალიურ ტელეპროგრამა 60 Minutes-ს ინტერვიუში უთხრა, რომ სამსახიობო კარიერას სამ წელიწადში მიატოვებს, როდესაც 50 წელს შეუსრულდება, იტყობინება “GHN“. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, კერთოდ რითი დაკავდება სამ წელიწადში, თუმცა ჯერ კიდევ სიამოვნებას იღებს ფილმებზე მუშაობის დროს პროდიუსერის სახით. პიტის თქმით, თუ 50-ის შემდეგ იგი სამსახიობო სფეროში დაბრუნდება, მაშინ მხოლოდ „ვინმე ღვარძლიან ბებერ ენაბილწს“ ითამაშებს, გადმოსცემს NEWSru.com OpenSpace-ზე მინიშნებით.
|
განათავსა - Drakula | 15 ნოემ. 2011, 19:40 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ჯეიმს ბონდის საათს აუქციონზე უზარმაზარ ფასად გაყიდიან | | მსოფლიოს ამბები |
ხელის საათი Rolex, რომელსაც „ბონდიანას“ მერვე ფილმში „იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი“ ატარებდა ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური, ჟენევაში აუქციონ Christie's-ზე გაიყიდება. ბრიტანული საიდუმლო სამსახურის ცნობილი აგენტის საათი სპეციალურად ფოლადის კორპუსში შესრულებული დაივერის მოდელის - Rolex Oyster Perpetual Submariner-ის საფუძველზე შეიქმნა. საათის უკანა თავსახურზე დატანილია წარწერა „Roger Moore 007“.
|
განათავსა - Drakula | 14 ნოემ. 2011, 21:37 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|