სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სსფ-ის პროგნოზებით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა გუშინ, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. | |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:53 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ცაგარეიშვილი: მომავალ საქართველოში სააკაშვილისთვის ადგილი არ არის | საქართველოს ამბები | ||
ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს გია ცაგარეიშვილს მიაჩნია, რომ მომავალ საქართველოში სააკაშვილისთვის ადგილი არ იქნება. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მისთვის ინტერესს აღარ წარმოადგენს. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:26 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე მომავალ ზაფხულში საპენსიო პაკეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და ყველაზე დაუცველი ნაწილია და მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობაა. ისინი შიმშილისაგან არ უნდა კვდებოდნენ და მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შვილიშვილებს კანფეტები მაინც უყიდონ, ამასთან, მათ რაიმე უნდა რჩებოდეთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს და კომუნალური მომსახურებებისთვის გადახდა უწევს. მომავალი წლის ზაფხულში ჩვენ შევიკრიბებით და საპენსიო პაკეტს გადავხედავთ, მსოფლიო ტენდენციებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ალექსანდრე მაკედონელის საფლავი და აღთქმის კიდობანი საბერძნეთში აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. წინასწარი მონაცემებით, ბერძნულ კუნძულ ტასოსზე ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) საფლავი და აღთქმის კიდობანი აღმოაჩინეს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ გადმოსცემს „ინტერფაქსი“ პორტალ grekomania.ru-ზე, საბერძნეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს საინფორმაციო პარტნიორზე მინიშნებით. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:25 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
„ბილაინი“ საქართველოში მეოთხე თაობის ინტერნეტს ტესტავს | საქართველოს ამბები | ||
კომპანია „მობიტელმა“, რომელიც საქართველოში „ბილაინის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ მუშაობს, საქართველოში პირველად წარმოადგინა მე-4 თაობის ინტერნეტი (4G), რომელიც LTE (Long term Evaluation) ტექნოლოგიის ბაზაზე ფუნქციონირებს. კომპანიის სათაო თბილისის ოფისის ინფორმაციით, პრეზენტაცია კურორტ ბაკურიანში ინოვაციური ტექნოლოგიუების სპეციალურად მომზადებულ სადემონსტრაციო ზონაში შედგა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ რეგიონში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც მე-4 თაობის ინტერნეტის (4G) ტესტირება განხორციელდება. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:24 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა განაცხადა. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:24 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გარდნერი: გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლებაახდენდესგავლენას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლება ახდენდეს გავლენას, - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს, 8 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელმა ედვარდ გარდნერმა, რომელიც თბილისში იმყოფება. მისი თქმით, ქართულ ეკონომიკაზე გავლენა სავაჭრო არხების, უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მეშვეობით შეიძლება ხორციელდებოდეს. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:23 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება | მსოფლიოს ამბები | ||
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:22 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ზურაბ აბაშიძე: საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება სერიოზული მოვლენაა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება სერიოზული მოვლენაა, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, თბილისში უმაღლესი ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომლის მერეც ადგილი ექნება ნატოს მინისტერიალსა და სამიტს. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:20 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ირანში ჩიფსების რეკლამა აკრძალეს | მსოფლიოს ამბები | ||
მედიაში ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის, მათ შორის ჩიფსებისა და სიმინდის ჩხირების, რეკლამა კანონით აკრძალულია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ. | |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:20 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||