შაშკინი: სკოლების ოპტიმიზაცია გარდაუვალი იყო | Georgian News | ||
საქართველოს განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიაჩნია, რომ სკოლების ოპტიმიზაცია გარდაუვალი იყო. როგორც მინისტრმა დღეს, 12 სექტემბერს, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ის, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, „საბჭოთა წარსულში ჩარჩა“. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 22:18 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... | |||
მილიონერის ვაჟმა ლატარიაში 100 მილიონი დოლარი მოიგო | World News | ||
სასტუმროთა ქსელ Marriott-ის პრეზიდენტის ვაჟმა ლატარიაში 100 მილიონზე მეტი დოლარი მოიგო. ამის შესახებ წერს გაზეთი New York Post. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:29 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... | |||
იაკობაშვილი: აშშ მოსკოვისთვის საქართველოს ლანგარზე მირთმევას არ აპირებს | Georgian News | ||
სრულუფლებიანი და საგანგებო აშშ-ის ელჩი საქართველოში თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ „აშშ მოსკოვისთვის საქართველოს ლანგარზე მითმევას არ აპირებს“. როგორც იაკობაშვილმა სააგენტო „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთვის აღნიშნა, ამ თვალსაზრისით საქართველოზე არანაირ ზეწოლას არ ახდენენ. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:28 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
სააკაშვილი: „ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს | Georgian News | ||
„ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში საკუთარ ვენახში იმ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებმაც ტექნიკურ სპეციალობებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ სტუდენტებმა აირჩიეს პროფესიები, რომლებშიც სპეციალისტები ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:28 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
იაპონიამ საქართველოს სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვის 5 მლნ დოლარი გამოუყო | Georgian News | ||
ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონურ სააგენტოს (JICA) საგრანტო პროექტ „მზის ენერგიის სისტემით გამომუშავებული სუფთა ენერგიის დანერგვის“ განხორციელების შესახებ. გრანტის სიდიდე 480 მლნ იენს (დაახლოებით 5 მლნ დოლარს) შეადგენს. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:27 | comments | ეკონომიკა | Score: 4 | Read More... | |||
გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატები მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისაგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ | Georgian News | ||
ქართველი დიპლომატები მიიღებენ ინსტრუქციებს ამბასადორიალის ფარგლებში, რომელიც დღეს, 12 სექტემბერს, თბილისში გაიხსნა, იუწყება “GHN“. როგორც შეხვედრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა განაცხადა, საზღვარგარეთ აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა და დიდი მნიშვნელობა აქვს. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
კადაფის შვილმა ნიგერიაში თავშესაფარი მიიღო | World News | ||
მუამარ კადაფის ერთერთმა შვილმა საადიმ ნიგერიაში თავშესაფარი მიიღო, იუწყება BBC News. | |||
Posted by consul | 12 Sep 2011, 21:26 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
სააკაშვილი: საერთაშორისო პოლიტიკის ფოკუსი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გადაადგილდა | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა „მულტიმედია დღეს“ და ტელეარხ „უკრაინის“ ჟურნალისტებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების მეათე წლისთავთან დაკავშირებით. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
ილია II: თუ საქართველო მართმადიდებლურ სარწმუნოებას შეინარჩუნებს, მაშინ ქვეყანა გადარჩება | Georgian News | ||
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ კვირის წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. „თუ საქართველო მართმადიდებლურ სარწმუნოებას შეინარჩუნებს, მაშინ ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:23 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
ოპოზიცია: სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს მისი მმართველობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი არასდროს გახდება, განაცხადა ოპოზიციური საპარლამენტი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა. | |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:22 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||