ბრიტანეთში აკრძალეს მობილური ტელეფონების რეკლამა იესოს გამოსახულებით | World News | ||
ბრიტანულმა სარეკლამო რეგულატორმა ASA-მ (The Advertising Standards Authority) აკრძალა მობილური ტელეფონების სალონის რეკლამა იესოს გამოსახულებით ქრისტიანების მიმართ „უპატივცემულობის“ გამო. ამის შესახებ იტყობინება Sky News. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 20:07 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
ლეიბორისტები: ლეპტოპები პირველკლასელებისათვის მშობლებს 700 ლარი დაუჯდებათ | Georgian News | ||
ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ ლეპტოპები პირველკლასელებისათვის მშობლებს 700 ლარი დაუჯდებათ. როგორც გუშინ 7 აგვისტოს, პრეს-კონფერენციაზე პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა, პირველკლასელებისათვის კომპიუტერთა დარიგების დროს მშობლებს აიძულებენ შეთანხმების ხელმოწერას იმის თაობაზე, რომ ოთხი წლის შემდეგ მათ კომპიუტერები დაზიანებების გარეშე უნდა დააბრუნონ. ლეპტოპის დაზიანების შემთხვევაში მათ 700 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 20:07 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
სააკაშვილი: ჩვენი კეთილდღეობა ევროპის აღორძინებაზეა დამოკიდებული | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და პოლონეთის პრემიერმა ერთად გაიარეს კრინიცას ქუჩებზე, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ურთიერთობდნენ და ფოტოსურათებს იღებდნენ. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:42 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
შვეიცარიაში 0-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა | World News | ||
შვეიცარიის ქალაქ სეველენში მსოფლიოში პირველი ნულვარსკვლავიანი სასტუმრო Null Stern Hotel გაიხსნა, რომელსაც ერთდროულად 54 ადამიანის მიღება შეუძლია. თუმცა, როგორც ინგლისური გაზეთი Guardian წერს, სასტუმრო უფრო მეტად სამხედრო ყაზარმას ან კატაკომბებს ჰგავს. მასში ხომ ცალკე ნომრები არაა, თვითონ სასტუმრო კი მიწისქვეშ იმყოფება, ვინაიდან იგი ატომური ბუნკერიდან გადააკეთეს. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:39 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... | |||
Borjomi მზად არის დაბრუნდეს რუსეთში იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებები შეთანხმდებიან | Business & Economics | ||
მინერალური წყლის - „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია IDS Borjomi Internationalმზადაა, უმოკლეს ვადებში აღადგინოს რუსულ ბაზარზე ამ სასმელის მიწოდებები. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:39 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
ლტოლვილები ხორბლის აღებას 100 ჰექტარი მიწიდან შეძლებენ | Georgian News | ||
შიდა ქართლის სოფელ შავშვებში მცხოვრებმა ლტოლვილებმა მიწის დამუშავება დაიწყეს. ლტოლვილთა 168 ოჯახმა 100 ჰექტარი მიწა მიიღო, რომელზეც ხორბალს დათესენ. მთლიანი მოსავალი მათი იქნება. პროექტი „აგროკულტურის ანა-ბანა“ პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის - ჟივეცის განვითარების ფონდისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია ლტოლვილთა დახმარება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:37 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
ფასები საქართველოს კურორტებზე ევროპულებისაგან პრაქტიკულად არ განსხვავდება | Business & Economics | ||
ფასები ქართულ კურორტებზე ევროპულ კურორტებზე არსებული ფასებისაგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება. თუ გაძვირება ისეთივე ტემპებით გაგრძელდება, როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაშინ უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ დასვენება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე საქართველოში, წერს გაზეთი „რეზონანსი“. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:33 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
საქართველოს მოქალაქეები ნაღდი ფულით გადახდას ანიჭებენ უპირატესობას | Business & Economics | ||
საქართველოს მოსახლეობა კვლავინდებურად ნაღდი ფულით გადახდას ანიჭებს უპირატესობას. გამოკითხვის შედეგებით, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან ონლაინ-ტრანზაქციები თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, ნაღდი ფული ჯერ კიდევ რჩება პოპულარულ გადახდის საშუალებად მოსახლეობას შორის. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში მიმოქცევაში 1 539 990 ლარი, ხოლო 2007 წლის ივლისში - 1 039 840 იყო. | |||
Posted by Drakula | 08 Sep 2011, 19:32 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... | |||
ობამა აშშ–ს ეკონომიკაში 300 მილიარდის ჩადებას თავაზობს | World News | ||
აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეკონიმიკის სტიმულირების ახალი გეგმა წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წელს აშშ–ს ეკონომიკაში 300 მილიარდი დოლარის ჩადება იგეგმება. მოსალოდნელია, რომ ობამა გეგმის შესახებ კოგრესის წინაშე 8 სექტემბერს ისაუბრებს, იუწყება Bloomberg. | |||
Posted by consul | 07 Sep 2011, 20:01 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
სარკოზმა მეორე ვადისთვის თავისი შანსები გაზარდა | World News | ||
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლაი სარკოზისადმი ნდობამ მაქსიმუს 2010 წლის სექტემბერში მიაღწია. | |||
Posted by consul | 07 Sep 2011, 20:00 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||