მეცნიერება-ტექნოლოგიები: შაშკინი: სკოლების ოპტიმიზაცია გარდაუვალი იყო | Georgian News | ||
საქართველოს განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიაჩნია, რომ სკოლების ოპტიმიზაცია გარდაუვალი იყო. როგორც მინისტრმა დღეს, 12 სექტემბერს, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ის, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის, „საბჭოთა წარსულში ჩარჩა“. „ვინაიდან ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი იზრდება, ზოგიერთში კი მცირდება, ოპტიმიზაციის პროცესი ბუნებრივია. რაც უფრო პატარაა კონტიგენტი, მით უფრო ძვირია ასეთი სკოლის შენახვა. ასევე აუცილებელი იყო ავარიული სკოლების ოპტიმიზაცია და ჩვენი გადაწყვეტილება სწორედ ასეთი გარემოებებით იყო განპირობებული“, - განაცხადა მინისტრმა. იგი ასევე შეეხო რიგი საჯარო სკოლების ფასიან სწავლებაზე გადასვლის თემებს და თქვა, რომ ბავშვებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სწავლა ასეთ სკოლებში უფასო იქნება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3417.html
| |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 22:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.