პოლიტიკა: კადაფის შვილმა ნიგერიაში თავშესაფარი მიიღო | World News | ||
მუამარ კადაფის ერთერთმა შვილმა საადიმ ნიგერიაში თავშესაფარი მიიღო, იუწყება BBC News. საადი კადაფი ნიგერიაში 11 სექტემბერს გაემგზავრა. ნიგერიის იუსტიციის მინისტრის მარუ ამადუს განცხადების თანახმად,კადაფის შვილი ქვეყანაში ჰუმანიტარული საფუძვლის გამო შეუშვეს. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ფორმულირებაში, მინისტრმა არ დააზუსტა. როგორც ამადუმ განაცხადა, საადი კადაფი ნიგერიის დედაქალაქში გაემგზავრა. საადი კადაფი მუამარ კადაფის მესამე შვილია. სამოქალაქო ომის დროს საადი ლიბიის სპეციალური ძალებსა და ელიტარულ დანაყოფს ხელმძღვანელობდა. თავის ძმასთან ერთად სეიფ-ალ ისლამ საადი მამის სავარაუდო მემკვიდრეებს შორის ერთერთ მემკვიდრედ ითვლებოდა ჯამახირიის ლიდერის თვალსაზრისით. თუ სად იმყოფება თავად მუამარ კადაფი, უცნობია. მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ქვეყანას არ დატოვებს და სამშობლოში სიკვდილს აპირებს. ნიგერიაში თავშესაფრისათვის კადაფის წრის სხვა მაღალი რანგის ლიდერებიც გაქცეულან. მაგალითად, 9 სექტემბერს, ქალაქ აგადეზში პოლკოვნიკის 14 თანამშრომელი ჩავიდა, მათ შორის ორი გენერალიც. მანამდე, 5 სექტემბერს, ნიგერიაში მანურს დაო ჩავიდა, რომელსაც კადაფის რეჟიმის დროს "უსაფრთხოების ეკიპაჟის" ხელმძღვანელის პოსტი ეჭირა. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3411.html
| |||
Posted by consul | 12 Sep 2011, 21:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.