ეკონომიკა: იაპონიამ საქართველოს სუფთა ენერგიის გამომუშავებისთვის 5 მლნ დოლარი გამოუყო | Georgian News | ||
ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ტექნიკურ შეთანხმებას საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონურ სააგენტოს (JICA) საგრანტო პროექტ „მზის ენერგიის სისტემით გამომუშავებული სუფთა ენერგიის დანერგვის“ განხორციელების შესახებ. გრანტის სიდიდე 480 მლნ იენს (დაახლოებით 5 მლნ დოლარს) შეადგენს. იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტი ფოტოელექტრული (მზის) პანელების მონტაჟსა და გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. პროექტი არის გამოხმაურება გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე - „ე. წ. მერების შეთანხმებაზე“, რომელიც 2020 წლისთვის სასათბურე აირების, სულ ცოტა, 20 პროცენტით დაყვანას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებას თბილისიც შემოუერთდა. საქართველოს მთავრობის 7 სექტემბრის დადგენილებით, გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად დადგენილია ილიას უნივერსიტეტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კერძოდ, მზის პანელები ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტთა გაერთიანებაში დამონტაჟდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ აღნიშნა, საქართველოს მზის სისტემის გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს, აღნიშნული პროექტი კი ქვეყანაში ახალი ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვას ხელს შეუწყობს. მისი თქმით, აეროპორტთან ენერგოპანელების დადგენით მნიშვნელოვნად შემცირდება ხარჯები. „მოხარული ვარ, რეომ საქართველო რეგიონში სუფთა ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით ლიდერობს“, - განაცხადა ქობალიამ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3413.html
| |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.