პოლიტიკა: გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატები მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტისაგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებენ | Georgian News | ||
ქართველი დიპლომატები მიიღებენ ინსტრუქციებს ამბასადორიალის ფარგლებში, რომელიც დღეს, 12 სექტემბერს, თბილისში გაიხსნა, იუწყება “GHN“. როგორც შეხვედრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა განაცხადა, საზღვარგარეთ აკრედიტირებულ ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა და დიდი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ახორციელებენ ელჩები სამუშაოს იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებში, სადაც ისინი მივლინებულები არიან. აუცილებელია, რომ ჩვენმა დიპლომატებმა მთავრობისა და კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტისაგან ინსტრუქციები მიიღონ“, - თქვა ვაშაძემ. მან აღნიშნა, რომ ინსტრუქციები ოთხ ძირითად მიმართულებაზე იქნება გამახვილებული. „პირველი - ეს არის უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმა საქართველოსთვის, რათა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური მშენებლობა გაგრძელდეს. მეორე - დეოკუპაცია - ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსი საოკუპაციო ჯარების გამოყვანა და მანდ მშვიდობიანი ოპერაციების წარმოება, მესამე - საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური მშენებლობისთვის ხელშეწყობის გაწევა, მეოთხე - ევრო და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - სვლა ევროკავშირსა და ნატოსკენ რაც შეიძლება სწრაფი ტემპით“, - ვაშაძის თქმით, ასეთ ინსტრუქციებს მისცემენ ქართველ დიპლომატებს. ამავე დროს, მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მოძრაობს, „ჯერ კიდევ რჩება დიდი გამოწვევები და პრობლემები“. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3412.html
| |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.