პოლიტიკა: ოპოზიცია: სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს მისი მმართველობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი არასდროს გახდება, განაცხადა ოპოზიციური საპარლამენტი ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა. „დღეს სააკაშვილი იმპერატორია, ასეთი ძალაუფლება კი ყრვნის ადამიანს, ფსიქოლოგიურად, მორალურად მისთვის რთული იქნება მასზე უარის თქმა. იგი დარწმუნებულია, რომ თუ სახელმწიფოს სათავეში არ იქნება, იგი დაინგრევა“, - განაცხადა ოპოზიციონერმა. ახვლედიანის თქმით, „მსოფლიოში არავინ, არც ერთი პოლიტიკური ძალა, არც ერთი ლიდერი არ დაუჭერს მხარს იმას, რომ სააკაშვილი გახდეს პრემიერი და ისინი ამის შესახებ ღიად ამბობენ“. „თუ სააკაშვილი ძალაუფლებას მიითვისებს და პრემიერ-მინისტრი გახდება, საერთაშორისო მხარდაჭერა დასრულდება. ეს კი არა მხოლოდ ფინანსური ნაკადის შეწყვეტას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ იგი ჩრდილოეთ მეზობელთან ერთი ერთზე დარჩება“, - თქვა ოპოზიციონერმა და ხაზი გაუსვა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება „ცუდად დამთავრდება არა მხოლოდ სააკაშვილისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3408.html
| |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.