საზოგადოება: სააკაშვილი: „ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს | Georgian News | ||
„ქვეყანაში უმუშევრობა უკავშირდება იმას, რომ თანამედროვე მოთხოვნები სხვა კვალიფიკაციას საჭიროებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში საკუთარ ვენახში იმ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომლებმაც ტექნიკურ სპეციალობებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამ სტუდენტებმა აირჩიეს პროფესიები, რომლებშიც სპეციალისტები ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. „ახალგაზრდობისთვის უმუშევრობა პრობლემა არ უნდა წარმოადგენდეს, მთავარია, რომ პროფესიას ფლობდეთ“, - აღნიშნა მან. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უცხოური ენებისა და კომპიუტერის ფლობის მნიშვნელოვნობას, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობას. პრეზიდენტის თქმით, იგი ყოველთვის მოუწოდებს ახალგაზრდობას, 1-2 წლით გაემგზავროს საზღვარგარეთ და იქაურ კულტურას გაეცნოს. „მე არ მეშინია, რომ ქართველები იქ დარჩებიან“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. შეხვედრის დასასრულ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა. პრეზიდენტმა სტუდენტები და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი არაფორმალურ გარემოებაში მიიღო და მათთან ერთად მწვადები მოამზადა. ხოლო ვენახი, სადაც შეხვედრა ჩატარდა, ნახევარ ჰექტარზეა განლაგებული და მიხეილ სააკაშვილმა იგი დაახლოებით 3 თვის წინ 30 000 ლარად შეიძინა და მანდ 60 კვადრატული მეტრის სახლს აშენებს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3414.html
| |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.