პოლიტიკა: იაკობაშვილი: აშშ მოსკოვისთვის საქართველოს ლანგარზე მირთმევას არ აპირებს | Georgian News | ||
სრულუფლებიანი და საგანგებო აშშ-ის ელჩი საქართველოში თემურ იაკობაშვილი დარწმუნებულია, რომ „აშშ მოსკოვისთვის საქართველოს ლანგარზე მითმევას არ აპირებს“. როგორც იაკობაშვილმა სააგენტო „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთვის აღნიშნა, ამ თვალსაზრისით საქართველოზე არანაირ ზეწოლას არ ახდენენ. „აშშ-ის პოზიცია ქართული მხარის პირობების მიმართ მსო-ში რუსეთის შესვლასთან დაკავშირებით შემდეგია: თუ რუსეთს მსო-ში წევრობა სურს, იგი თავად უნდა შეუთანხმდეს საქართველოს, აშშ კი რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის ლანგარზე მირთმევას არ აპირებს. გარდა ამისა, აშშ მხარს უჭერს იმას, რომ მსო-ში რუსეთის შესვლა კონსენსუსისა და მსო-ს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით ხორციელდებოდეს“, - განაცხადა იაკობაშვილმა. ელჩი აღნიშნავს, რომ „აშშ მსო-ში რუსეთის შესვლას მხარს უჭერს, თუმცა საუბარი იმაზე, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა გახდეს მსო-ს წევრი, არ მიმდინარეობს“. „აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად რუსულ ხელისუფლებაში მსო-ში შესვლასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გაჩნდეს. ჯერჯერობით რუსეთის მთავრობაში არიან ისეთებიც, რომელთა აზრით ქვეყანას მსო-ში წევრობა არ სჭირდება“, - განაცხადა იაკობაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3415.html
| |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.