საზოგადოება: ილია II: თუ საქართველო მართმადიდებლურ სარწმუნოებას შეინარჩუნებს, მაშინ ქვეყანა გადარჩება | Georgian News | ||
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ კვირის წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. „თუ საქართველო მართმადიდებლურ სარწმუნოებას შეინარჩუნებს, მაშინ ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა. ილია II-მ თავისი ქადაგება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის ისტორიით დაიწყო. პატრიარქის თქმით, ადამიანის ბუნება ძალიან რთულია. ადამიანი შეიძლება ავიდეს ჯოჯოხეთიდან სამოთხეში, ან პირიქით. „დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმაზე, თუ სად მივდივართ, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით მომავალში“, - აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ქართულ ხალხს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მართმადიდებლური სარწმუნოება, რომელიც წინაპრების მიერ არის შენარჩუნებული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „სიკეთე, რომელიც უფალმა ქართველ ადამიანს უბოძა, მხარდაჭერა, დახმარება ხელმოკლე ადამიანისათვის, პატიება - ეს ყველაფერი უნდა შენარჩუნეს. ამ შემთხვევაში საქართველო გადარჩება“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3409.html
| |||
Posted by Drakula | 12 Sep 2011, 21:23 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.