aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 რეკლამებში იკრძალება გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“ და „გამაჯანსაღებელი“ Business & Economics  Business & Economics 
კანონის თანახმად, აკრძალულია მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ პროდუქტს განსაკუთრებული თვისებები აქვს მაშინ, როდესაც ანალოგიური თვისებები სხვა პროდუქტსაც აქვს, განმარტავენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. მაგალითად, დაუშვებელია რეკლამაში გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“, „გამაჯანსაღებელი“ და „დიაბეტური“, თუ კომპანიაში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, აღნიშნული დარღვევა 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმით ისჯება. თუმცა იგი ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც ქართულ ბაზარზე მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პერსონების რეიტინგის სათავეში არიან World News  World News 
ამერიკულ ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2011 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას უდგას სათავეში, იუწყება “GHN“. მეორე ადგილი, სიის შემდგენელთა აზრით, უკავია რუსეთის პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს, მესამე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს ხუ ცზინტაოს, ხოლო მეოთხე - გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, გადმოსცემს „ინტერფაქსი“.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:28 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ აფუძნებს Georgian News  Georgian News 
ახალი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ დაფუძნდება, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში Georgian News  Georgian News 
საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში დასახელდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაიკავა 76-ე ადგილი ინდექსით 0.733. იგივე მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინას აქვს. საქართველო უსწრებს სომხეთსა (86) და აზერბაიჯანს (91). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ დონეზე ასევე აღმოჩნდა რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყოფილი სსრკ-ის ყველა სახელმწიფოს შორის ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე სახელმწიფოთა პირველ ჯგუფში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა მოახერხა მოხვედრა: ესტონეთს 34-ე ადგილი უკავია, ლიტვას - მე-40, ლატვიას - 43-ე. ამის შესახებ შეტყობინებულია „მოხსენებაში ადამიანის განვითარების შესახებ 2011“ (Human Development Report 2011), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მიერ არის მომზადებული.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:27 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 აშშ უფრო აქტიურად უნდა ეხმარებოდეს ევროპას - კონდოლიზა რაისი World News  World News 
აშშ უფრო აქტიურად უნდა ეხმარებოდეს ევროპას გაჭიანურებული სავალო კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში, ვინაიდან ევროპა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექს-უფროსს კონდოლიზა რაისს.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:25 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში Business & Economics  Business & Economics 
„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასის დონე სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში 13.9%-ით და 13%-ით გაიზარდა. სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია ოპერაციები უძრავ ქონებასთან, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (საშუალო თვიური ხელფასი - 882.9 ლარი), ყველაზე დაბალანაზღაურებადია - თევზეულის რეწვა-მეთევზეობა (საშუალო თვიური ხელფასი - 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ფინანსური საქმიანობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია (საშუალო თვიური ხელფასი - 1476.3 ლარი), ხოლო განათლება - ყველაზე დაბალანაზღაურებადი (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი).
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:25 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 2.3-ჯერ გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საბანკო სექტორმა 215 მლნ ლარის (ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 130.3 მლნ დოლარის) ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. შარშან კი ეს მაჩვენებელი 95.3 მლნ ლარს (1 დოლარი - 1.65 ლარი) შეადგენდა, იტყობინება ეროვნული ბანკი. 2011 წლის სექტემბრის შედეგებით წმინდა მოგებამ 33 მლნ ლარი შეადგინა (23.6 მლნ ლარი 2010 წლის სექტემბერში). 2011 წლის 1 ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების ერთობლივმა აქტივებმა 11 მლრდ 975.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 206.5 მლნ ლარით მეტია.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:24 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მოქალაქეობის დაკარგვა შეეძლო Georgian News  Georgian News 
ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა შეეძლოთ, თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:24 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა Georgian News  Georgian News 
საქართველო რუსეთთან მსო-ში შესვლის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დაცვით წარმოებდა, განაცხადა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ქართულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელიც 9-10 ნოემბერს შვეიცარიაში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდს ჩაატარებს. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1992 წლიდან საქართველო იმ ტვირთების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფას ცდილობს, რომლებიც საქართველოში ჩამოდის და საქართველოს შიგნით გადაადგილდება, საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გათვალისწინებით.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:23 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს Business & Economics  Business & Economics 
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს, აქედან უმსხვილესი იმპორტიორი უკრაინაა. ამ ქვეყნიდან 2011 წლის 6 თვის განმავლობაში 1 373.0 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 064.0 ათასი ტონით, შემდეგ მოდის რუსეთი 557.6 ათასი ტონა ლუდით. გერმანიიდან ლუდის იმპორტმა 349.7 ათასი ტონა შეადგინა, ნიდერლანდებიდან - 224.0 ათასი ტონა, ჩეხეთიდან - 175.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან - 44.8 ათასი ტონა, დანიიდან - 35.7 ათასი ტონა. საქართველოში ლუდის იმპორტი ხდება ასევე ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ორი ქვეყნიდან საქართველოში საერთო ჯამში 3 900.6 ათასი ტონა ლუდი შემოდის.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:22 | comments | ეკონომიკა | Score: 1.5 | Read More...
 

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 December 2024
  • English Georgian