პოლიტიკა: დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მოქალაქეობის დაკარგვა შეეძლო | Georgian News | ||
ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა შეეძლოთ, თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, იუწყება “GHN“. „ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ახალი სახეა. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია იმ პროცესების გამოსაცოცხლებლად, რომლებიც ქვეყანაში ხდება. რაც შეეხება მის გეგმას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, მან ამის შესახებ პირველი განცხადების ანონსშივე თქვა. მასთან გამართული შეხვედრების დროს მან ეს განზრახვა დაადასტურა, თუმცა ის კონკრეტული პროექტი ჯერ არ არის. ერთი მხრივ, ივანიშვილს ისეთ საკითხებთან შეჯახება მოუწია, რომლებსაც, როგორც ჩანს, თავდაპირველად არ გეგმავდა. მაგალითად, იგულისხმება მოქალაქეობის ჩამორთმევა“, - თქვა უსუფაშვილმა. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის შექმნა არ არის პროცესი, რომლის განხორციელებაც ერთ ან ორ დღეში შეიძლება. „ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ იგი ამას კარგად იაზრებს. ამიტომ არ ველოდები იმას, რომ ამ მიმართულებით ადგილი ექნება სწრაფ ფორსირებულ მოვლენებს. დანარჩენს, ალბათ, თავად ბიძინა ივანიშვილი გვეტყვის. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის ახალ პირებს, მას ჩემთვის ამის შესახებ არასდროს უთქვამს“, - თქვა უსუფაშილმა ინტერნეტ-გაზეთ „ტრიბუნას“ პრეს-კლუბში. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3806.html
| |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.