ეკონომიკა: საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში | ![]() | Business & Economics | |
![]() სამეწარმეო დარგში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სამეულში შედის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (საშუალო თვიური ხელფასი 868.3 ლარი) და ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წარმოება და გადანაწილება (საშუალო თვიური ხელფასი - 862 ლარი). 2007-2011 წლების მეორე კვარტალში ამ პროფესიების საშუალო თვიური ანაზღაურება ყოველწლიურად 15.9%-ით გაიზარდა. არასამეწარმეო დარგში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სამეულში შედის სახელმწიფო მართვა (საშუალო თვიური ხელფასი 1046 ლარი) და ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (საშუალო თვიური ხელფასი 723.3 ლარი). ამ პროფესიებში 2007-2011 წლების მეორე კვარტალში შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება ყოველწლიურად 21.4%-ით გაიზარდა. სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიების ხელფასი იმავე პერიოდში საშუალოდ 30%-ჯერ და 23%-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად. არასამეწარმეო დარგის ცხრა პროფესიის საშუალო თვიური ხელფასი 2007-2011 წლების მეორე კვარტალში ყოველწლიურად 23.7%-ით იზრდებოდა, ხოლო სამეწარმეო დარგის ცამეტი პროფესიისა - 16.4%-ით. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3808.html
| |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:25 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.