ეს საინტერესოა: ბარაკ ობამა და ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პერსონების რეიტინგის სათავეში არიან | World News | ||
ამერიკულ ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2011 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას უდგას სათავეში, იუწყება “GHN“. მეორე ადგილი, სიის შემდგენელთა აზრით, უკავია რუსეთის პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს, მესამე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს ხუ ცზინტაოს, ხოლო მეოთხე - გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, გადმოსცემს „ინტერფაქსი“. რეიტინგში მეხუთე სტრიქონზეა კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სიაში 59-ე ადგილი დაიკავა, ხოლო Google-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სერგეი ბრინმა - 30-ე. ბოლო, 70-ე ადგილზე, რუსი მეწარმე ალიშერ უსმანოვი განთავსდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა 38-ე ადგილი დაიკავა, ხოლო კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა - 37-ე. რეიტინგში რელიგიური ლიდერებიც არიან წარმოდგენილნი. ასე, რომის პაპამ ბენედიქტ XVI-მ მეშვიდე ადგილი დაიკავა, ხოლო ტიბეტელ ბუდისტთა სასულიერო ლიდერმა დალაი-ლამამ - 51-ე. „ფორბსის“ აზრით, სსფ-ის უფროსი ქრისტინ ლაგარდი მსოფლიოში 39-ე ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა. მას მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-ის ფსს-ის უფროსი ბენ ბერნანკე, რომელიც მერვე გახდა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3812.html
| |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.