![google-translate](images/autotranslate/english/google-translate.gif) Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ბილ გეითსმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებს მიმართა | | World News |
მილიარდერმა ბილ გეითსმა, G20-ის ქვეყნების წინაშე გამოსვლის დროს, მოუწოდა მათ, არ შეამცირონ ფინანსური დახმარების ბიუჯეტები, ვინაიდან ეს არა მხოლოდ ღარიბი ქვეყნეის მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს, არამედ შეარყევს ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და ინოვაციების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა. კორპორაცია Microsoft Corp-ის დამფუძნებელი გახდა პირველი ბიზნესმენი, რომელიც G20-ის სამიტზე გამოსასვლელად დაპატიჟეს.
|
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:38 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| The Beatles-ის ალბომების გარეკნები ყველაზე ძვირადღირებულებად აღიარეს | | World News |
კოლექციონერთათვის განკუთვნილ ჟურნალ Record Collector-ის ვერსიით, The Beatles-ის ალბომების ხუთი გარეკანი ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულში შევიდა. ამის შესახებ წერს ბრიტანულ გაზეთი The Telegraph.
სიაში პირველ ადგილზეა ალბომ „Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band“-ის გარეკნის ვარიანტი, რომელიც 1967 წელს დაახლოებით 100 ეგზემპლარის ტირაჟით გამოვიდა. ორიგინალურ ილუსტრაციაზე ჩანაწერში მონაწილე მუსიკოსების სახეები ხმის ჩამწერ კომპანია Capitol Records-ის თანამშრომელთა პორტრეტებით შეიცვალა. კოლექციონერები გარეკანს 70 ათას ფუნტად აფასებენ.
|
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:37 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More... |
|
|