aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: რეკლამებში იკრძალება გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“ და „გამაჯანსაღებელი“ Business & Economics  Business & Economics 
კანონის თანახმად, აკრძალულია მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ პროდუქტს განსაკუთრებული თვისებები აქვს მაშინ, როდესაც ანალოგიური თვისებები სხვა პროდუქტსაც აქვს, განმარტავენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. მაგალითად, დაუშვებელია რეკლამაში გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“, „გამაჯანსაღებელი“ და „დიაბეტური“, თუ კომპანიაში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, აღნიშნული დარღვევა 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმით ისჯება. თუმცა იგი ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც ქართულ ბაზარზე მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.



ამავე დროს, მარკეტოლოგი ალექსანდრე მარგიშვილი აცხადებს, რომ პროდუქციისთვის არასწორი თვისებების მინიჭების შემთხვევა ხშირია. თუმცა, მისივე თქმით, მეზობელი აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის ფონზე საქართველოში ამ თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესია. მარგიშვილი ცალკე საუბრობს იმ შემთხვევებზეც, რომლებიც მედიკამენტების ბაზარზე არსებობს, სადაც, მისი თქმით, იმპორტირებული პროდუქციის შეფუთვაზე ქართული თარგმანი ხშირად დამახინჯებულია, ან რამდენიმე წინადადება საერთოდ არ არის.


მისივე თქმით, ფარმაცევტული კომპანიები ძირითადად თავს არიდებენ იმ წინადადებების გადათარგმნას, რომლებიც მომხმარებლებს მნიშვნელოვან გაფრთხილებას აძლევს. მარგიშვილის თქმით, ეს შემთხვევით არ ხდება და აშკარაა, რომ კომპანიები ასეთ ხრიკს პროდუქციის უკეთ გაყიდვის მიზნით მიმართავენ.


„მედიკამენტების ფონზე საკვებ პროდუქტებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უკეთესია. ხორცპროდუქტების ბაზარზე მსგავსი პრობლემა ნაკლებია, თუმცა, აქ სხვა ხელის შემშლელი პრობლემები არსებობს, როგორებიცაა ფასი ან ხარისხის ერთგვაროვნება. მსგავსი სიტუაცია რძის პროდუქტების სექტორშიც აღინიშნება“, - ამბობს ექსპერტი. საერთო მდგომარეობის შეფასების დროს მარგიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სასურსათო ბაზარზე გარკვეული პროგრესი შეინიშნება. რამდენიმე მცირე ფირმა, რომელიც შეფუთვის დროს სტანდარტებს არ იცავდა, საერთოდ წავიდა ბაზრიდან, ზოგიერთმა კი მდგომარეობა გამოასწორა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3813.html
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:29 | News »
 

"ეკონომიკა: რეკლამებში იკრძალება გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“ და „გამაჯანსაღებელი“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian