aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 2014 წლიდან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს Business & Economics  Business & Economics 
ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამისად, 2014 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მშპ-ის 3 პროცენტს. მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ამოცანა ის არის, რომ ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების წილი მშპ-სთან მიმართებაში „მცირე მთავრობის“ ფარგლებში იყოს, რათა საგადასახადო ტვირთი და მთავრობის აქტიურობა არ ზღუდავდეს სივრცეს სამეწარმეო აქტიურობისთვის, კერძო ინიციატივებისა და ინვესტიციებისთვის.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:44 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 აშშ-მ იტალიის პრემიერ-მინისტრი ადამიანებით მოვაჭრეთა სიაში შეიტანა World News  World News 
იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სახელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანებით ვაჭრობის პრობლემას ეძღვნება. მოხსენება მსოფლიოს 180 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ამ დოკუმენტში შესულია ჩამონათვალი იმ პირების კონკრეტული სახელებით, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ადამიანებით ვაჭრობასთან; მათ შორისაა ბერლუსკონის სახელიც, რომელსაც სასამართლომ 2011 წლის თებერვალში წაუყენა ბრალდება მაროკოელი გოგონას, კერიმა ელ-მაჰრუგის (მეტსახელად - რუბი) კომერციულ სექსუალურ ექსპლულატაციაში.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:43 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 საფრანგეთი ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა World News  World News 
საფრანგეთი მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი გახდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით თავის მთავარ მეტოქეს - იტალიას გაუსწრო. როგორც კვირას, 30 ოქტომბერს, საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 50.2 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 SAAB ჩინური კონცერნი გახდა World News  World News 
შვედური ავტომანქანების სამშენებლო კონცერნი SAAB, რომელიც გაბანკროტების პირას აღმოჩნდა, მთლიანად მიჰყიდეს ჩინელ ინვესტორებს.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:41 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ახალ 2012 წელს საქართველოს ბათუმიდან ხულიო იგლესიასი მიულოცავს Georgian News  Georgian News 
წელს ახალი 2012 წლის დადგომას საქართველოს მოსახლეობას ბათუმიდან მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერალი ხულიო იგლესიასი მიულოცავს. საახალწლო ღამეს კონცერტის შესახებ შეთანხმება ესპანეთის „ბრილიანტის ხმასთან“ უკვე მიღწეულია. ბათუმის საახალწლო ღამის სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:40 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 1 | Read More...
 
 სააკაშვილი: სერიოზული ოპოზიცია ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოში „ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიცია“ ცდილობს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს, თუმცა ასეთი მცდელობა წარუმატებელი იქნება, ვინაიდან ხალხი მას მხარს არ უჭერს.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:38 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაური: ამჟამად საქართველოში ინვესტირების საუკეთესო დროა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მიაჩნია, რომ ამჟამად საქართველოში ინვესტირებისათვის საუკეთესო დროა. ამის შესახებ გილაურმა პარასკევს, 28 ოქტომბერს, ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა უკრაინულ დელეგაციას ვიცე-პრემიიერ სერგეი ტიგიპკოსთან სათავეში გააცნო ქვეყანაში გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ „მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა წლის დასაწყისში პროგნოზირებადი 5.5%-ის ნაცვლად 6%-მდე გაიზრდება“.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:37 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ეროვნულმა ბანკმა პრიორიტეტები დაასახელა - კრედიტების გრძელვადიანობა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტებს შორისაა კრედიტების გრძელვადიანობა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება. როგორც გუშინ, 28 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, კვლავაც მაღალია. მისი თქმით, კრედიტების ვადის გახანგრძლივება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოსახლეობის ხვედრს შეამსუბუქებს.
Posted by Drakula | 30 Oct 2011, 19:49 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გვინდაძე: პენსია აუცილებლად მიაღწევს ას დოლარს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, პარასკევს, 28 ოქტომბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა პენსიების ას დოლარამდე გაზრდის თაობაზე დაპირებას არ ასრულებს იმიტომ, რომ დეფოლტის გამოწვევისა ეშინია.
Posted by Drakula | 30 Oct 2011, 19:49 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსო: ბურთი რუსეთის მხარესაა Georgian News  Georgian News 
რუსეთის მსო-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად ბურთი რუსეთის მხარესაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტის თაობაზე, რომელიც შვეიცარიულმა მხარემ შემოთავაზა.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:59 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian