aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში Georgian News  Georgian News 
საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში დასახელდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაიკავა 76-ე ადგილი ინდექსით 0.733. იგივე მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინას აქვს. საქართველო უსწრებს სომხეთსა (86) და აზერბაიჯანს (91). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ დონეზე ასევე აღმოჩნდა რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყოფილი სსრკ-ის ყველა სახელმწიფოს შორის ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე სახელმწიფოთა პირველ ჯგუფში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა მოახერხა მოხვედრა: ესტონეთს 34-ე ადგილი უკავია, ლიტვას - მე-40, ლატვიას - 43-ე. ამის შესახებ შეტყობინებულია „მოხსენებაში ადამიანის განვითარების შესახებ 2011“ (Human Development Report 2011), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მიერ არის მომზადებული.



ადამიანის განვითარების ახალი ინდექსის (აგი) თანახმად, მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ნორვეგია არის აღიარებული. ყველაზე წარმატებული ქვეყნების ხუთეულში ასევე შევიდა ავსტრალია, ნიდერლანდები, შეერთებული შტატები და ახალი ზელანდია. რუსეთს ამ რეიტინგში 66-ე ადგილი უკავია.


აგი - ეს არის ქვეყანაში ადამიანის განვითარების დონის ერთობლივი მაჩვენებელი, ამიტომ მას ხანდახან იყენებენ ისეთ ცნებების სინონიმის სახით, როგორებიცაა „ცხოვრების ხარისხი“ ან „ცხოვრების დონე“. ინდექსი ზომავს ქვეყნის მიღწევებს ჯანმრთელობის მდგომარეობის, განათლების მიღებისა და მისი მოქალაქეების ფაქტობრივი შემოსავლის თვალსაზრისით, სამი ძირითადი მიმართულებით:


- ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, რომლებიც შობადობის დროს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლით იზომება;


- განათლებასთან წვდომა, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის წერა-კითხვის ცოდნის დონითა და განათლებით გარემოცვის ერთობლივი სავალო კოეფიციენტით იზომება;


-ცხოვრების ღირსეული დონე, რომელიც იზომება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სიდიდით აშშ დოლარებში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით.


ეს სამი საზომი სტანდარტიზირდება რიცხობრივი მნიშვნელობების სახით 0-დან 1-მდე, რომელთა საშუალო გეომეტრიული წარმოადგენს აგი-ს ერთობლივ მაჩვენებელს 0-დან 1-მდე დიაპაზონში. ამის მერე სახელმწიფოები ამ მაჩვენებლის საფუძველზე რანჟირდება. რეიტინგში შესული ყველა ქვეყანა ოთხი კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირდება:


* ქვეყნები აგი-ს ძალიან მაღალი დონით;
* ქვეყნები აგი-ს მაღალი დონით;
* ქვეყნები აგი-ს საშუალო დონით;
* ქვეყნები აგი-ს დაბალი დონით.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3810.html
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:27 | News »
 

"საზოგადოება: საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian