aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა Georgian News  Georgian News 
საქართველო რუსეთთან მსო-ში შესვლის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დაცვით წარმოებდა, განაცხადა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ქართულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელიც 9-10 ნოემბერს შვეიცარიაში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდს ჩაატარებს. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1992 წლიდან საქართველო იმ ტვირთების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფას ცდილობს, რომლებიც საქართველოში ჩამოდის და საქართველოს შიგნით გადაადგილდება, საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გათვალისწინებით.



„ჩვენ ყოველთვის გვსურდა ამ პროცესის კონტროლირება საკუთარი ძალებით, ან საერთაშორისო მონიტორინგის ხელშეწყობით, და სწორედ ამ საკითხს არეგულირებს მსო. ჩვენ ამას რუსეთს თავდაპირველად ვთავაზობდით, მაგრამ ღია აგრესიის შემდეგ ამაზე ლაპარაკსაც კი არ ჰქონდა აზრი, მაგრამ მსო-ის მიხედვით მოლაპარაკებებმა და ყველა მხარის ძალისხმევებმა ეს შესაძლებელი გახადა“, - აღნიშნა მან.


საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი „ლოგიკურ დასასრულამდე“ მივა. „დრო შეზღუდულია, რადგან რამდენიმე დღეში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. საქართველომ, შვეიცარიამ და ევროკავშირმა შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავეს და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. მას არსებული დოკუმენტის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“, - ხაზი გაუსვა მან.


მსო-სთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერიაც ესწრებოდა.


შვეიცარიის მიერ შემუშავებულ შეთანხმების საბოლოო ვარიანტზე რუსეთმა პასუხი 9-10 ნოემბრის შეხვედრაზე უნდა მისცეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მსო-ს 153 წევრი ქვეყნის მინისტერიალზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შესახებ.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3805.html
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:23 | News »
 

"პოლიტიკა: სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 November 2024
  • English Georgian