 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| საბერძნეთი შესაძლოა პირველი მერცხალი აღმოჩნდეს ევროკავშირის დაშლაში | | World News |
ევროკომისიამ განკარგულება გასცა მოქმედებათა გეგმის შემუშავებაზე იმ შემთხვევისთვის, თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვა. ამის შესახებ „იტარ-ტასისთვის“ ცნობილი გახდა დღეს, 4 ნოემბერს, დიპლომატიური ევროპული წრეებიდან. „ის, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა, კერძოდ კი, ევროზონიდან წევრი ქვეყნის გამოსვლა, ახლა განიხილება როგორც რეალური ვარიანტი“, - აღნიშნა „იტარ-ტასთან“ საუბრისას ევროკავშირის თანამშრომელმა. მისი თქმით, მოხსენების ძირითადი დებულებები უკვე წარუდგინეს ევროზონის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს დღეს ღამით კანში „კონსულტაციების ფარგლებში“.
|
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:34 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| მეცნიერები: მსოფლიოს ელის ექსტრემალური ზამთრები ანომალიებითა და სტიქიებით | | World News |
მსოფლიო მეცნიერები ზამთრის თვეებში უფრო ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებენ. მოვლენები, რომლებიც ადრე უჩვეულო იყო, ხშირი გახდება, იუწყება “GHN“. გამორიცხული არ არის, რომ მომავალი ზამთარი ერთ-ერთი ბოლო ნორმალური ზამთარი გახდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვითამაშოთ თოვლის გუნდებით, ვიკატაოთ თხილამურებსა და მარხილზე. ამასთან ერთად, ამ დღეებში გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისი ჯგუფის მოხსენება, რომლიდან გამომდინარე დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად სულ უფრო პრობლემური ადგილი ხდება, ხოლო ამინდი, მათ შორის ზამთრის ამინდი, უკიდურესობებში ვარდნას იწყებს, გადმოსცემს NEWSru.comРБК daily-ზე დაყრდნობით.
|
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... |
|
| მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს | | Business & Economics |
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლა ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს. „სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იმაშია, რომ უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ბარიერები ბიზნესისთვის და კერძო ინიციატივა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ „ოცეულის“ ქვეყნებმა ამ საკითხში ლიდერობა უნდა გამოიჩინონ და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მსო-ში დიდი ხნის ნანატრი გაწევრიანება საერთო საქმეში კარგი წვლილი შეიძლება გახდეს“, - თქვა მედვედევმა, როდესაც „ოცეულის ჯგუფის“ ბიზნეს-სამიტზე გამოდიოდა.
|
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
|