საზოგადოება: „მის საქართველო-2011“ საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა | Georgian News | ||
ტელეკომპანია „რეალტვ“-სთვის სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 20 წლის ჟანეტა ქერდიყოშვილი, რომელსაც ტიტული „მის საქართველო-2011“ მიენიჭა, არ არის საქართველოს მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ქერდიყოშვილის საერთო სამოქალაქო პასპორტი და პირადობის მოწმობა ანულირებულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. „რეალტვ“-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ისიც, რომ „მის საქართველო 2011“-ს არა აქვს მისამართი და მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. საჭიროა აღინინოს, რომ მის გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე აფხაზეთში გაკეთებული ფოტოსურათები ჭარბობს. ეს უკვე მეორე სკანდალია, რომელშიც სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი „იმიჯ ცენტრი“ აღმოჩნდა. მანამდე საქართველოს პირველ ლამაზმანად დასახელდა გოგონა, რომელსაც ნასამართლობები ჰქონდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3573.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:51 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.