 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს | | Georgian News |
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის"- ,,მოძრაობა ევროპულ დემოკრატიულ საზოგადობისაკენ, კეთილდღეობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება" პროგრამის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ნიკ კლიგმა აღნიშნა, რომ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები იმსახურებენ და უნდა იქცნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებად.
|
Posted by consul | 30 Sep 2011, 18:54 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| საქართველოში უცხოელი მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ნაკადი ჩამოვიდა | | Georgian News |
სახელმწიფო პროგრამის ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოში" ფარგლებში ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლები ისევ ჩამოდიან საქართველოში. დღეს თბილისში ჩამოვიდა მოხალისეთა ახალი ჯგუფი აშშ-დან, კანადიდან, ინგლისიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ჩეხეთიდან. ისინი გადანაწილებულნი იქნებიან ქვემო და შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარისა და კახეთის სკოლებში.
|
Posted by consul | 30 Sep 2011, 18:52 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More... |
|
| -ხიდაშელი: ელექტრომობილების პროექტი ჩავარდა ისევე, როგორც სააკაშვილის მრავალი პროექტი | | Georgian News |
თბილისის საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძისაგან ელექტრომობილების „რევოლუციური პროექტის“ ჩავარდნის თაობაზე დეტალურ ახსნას მოითხოვს. როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ბოლო ბრიფინგზე მანჯგალაძემ თქვა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ელექტრომობილის შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილება მთავრობას ჯერ არ მიუღია. საკრებულოს დეპუტატს მიაჩნია, რომ ამის თაობაზე პრეს-სპიკერის კომენტარი საზოგადოებრიობისათვის აშკარად არასაკმარისია.
|
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:47 | comments | პოლიტიკა | Score: 5 | Read More... |
|
|