პოლიტიკა: სააკაშვილი: 2015 წლისთვის საქართველო მოდერნიზებული ქვეყანა უნდა იყოს | Georgian News | ||
2015 წლისთვის საქართველო მოდერნიზებული ქვეყანა უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასწავლებლის სახლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ცერემონიას 400 სერტიფიცირებული პედაგოგი ესწრებოდა. „საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც უმუშევრობა ძალიან დაბალი დონეზე იქნება, ხოლო განათლების დონე ისეთი, როგორიც წამყვან განვითარებულ ქვეყნებშია. საქართველოში იარსებებს პერსპექტივა ყველა თაობის ადამიანებისათვის, იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ინდუსტრია. გინდათ იცოდეთ, რა არის მოდერნიზებული საქართველო? მოდერნიზებული საქართველო - აი, ეს შენობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ შენობის არქიტექტორი ქართველია. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების კარგი სისტემა და განათლებული საზოგადოება მოდერნიზაციას განაპირობებენ. პრეზიდენტი ასევე სკოლებში „ჯეოსელის“ კლასებზე საუბრობდა და განაცხადა, რომ ასეთი ოთახები საქართველოს ყველა სკოლაში გაიხსნება. პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთ რეგიონში, თანამედროვე სკოლების გარშემო „წარმოუდგენელი სიღარიბე“ მეფობს. „როდესაც ბავშვი მიწურში ცხოვრობს და როდესაც ასეთი ბავშვს უფასოდ კომპიუტერსა და წიგნებს აძლევენ და მას ყველაზე თანამედროვე განათლების მიღება შეუძლია, ძალიან მალე იგი თავად გამოვა და თავის ოჯახს მიწურიდან გამოიყვანს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3583.html
| |||
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 19:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.