პოლიტიკა: ლ. ბერძენიშვილი: ბიზნესმენებს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ | Georgian News | ||
ამბავი იმაზე, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შექმნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მოულოდნელი არ ყოფილა „რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილისთვის. როგორც ბერძენიშვილმა „IPN“-ს განუცხადა, ისინი, ვინც ბევრი ფული მოიპოვა, ყოველთვის ავლენდნენ პოლიტიკაში წასვლის სურვილს. „ჩემი აზრით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც ნებისმიერი სხვა ქართველი ბიზნესმენის მონაწილეობა. ეს სპეციფიკური სქემაა. ახალი პოლიტიკური ფიგურა ხმათა გარკვეულ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ ბიზნესმენებს შესაძლებლობა არა აქვთ, ითამაშონ გადამწყვეტი როლი და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი შეცვალონ“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის. „გადავწყვიტე პოლიტიკური პარტიის შექმნა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა“, - ეს გახლავთ ნაწყვეტი ბიზნესმენის განცხადებიდან, რომელიც „ქართუ ჯგუფის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა. როგორც „IPN“-ს პრეს-სამსახურში შეატყობინეს, ტექსტის სრული ვერსია 7 ოქტომბერს გამოქვეყნდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3572.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.