პოლიტიკა: კაზნინი: ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ საქართველოში არ ცხოვრობენ | Georgian News | ||
ექსპერტ დიმიტრი კაზნინის შეფასების თანახმად, „ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ, საქართველოში არ ცხოვრობენ“. „იყო პატარკაციშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ახლა პოლიტოლოგები ივანიშვილს უდარებენ, და ჩვენ ვიცით, რით დასრულდა ეს სევდიანი ისტორია - იგი დაიღუპა და დღემდე ბევრი დარწმუნებულია, რომ ლონდონში საიდუმლო ძალების დახმარებით“. მისივე განცხადების თანახმად, „ამას გარდა, მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე წასვლით ივანიშვილს -საქართველოში მას მართლაც ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა უჭერს მხარს, მათ შორის ინტელიგენციაც, ისინი, ვისაც მისგან პოლიტიკური საქმიანობისთვის ფულის მიღება სურს - შეუძლია უბრალოდ ჩამოსწიოს ელექტორატი სხვა ძალებისაგან, შემდეგ პარლამენტში სააკაშვილს დაუჭიროს მხარი“. „ტანდემი არ არის, მაგრამ მაინც. საქართველოშიც არის თავისი ტანდემი, რადგან პრეზიდენტის არჩევნებზე სააკაშვილს წასვლა არ შეუძლია და ყველა დარწმუნებულია, რომ იგი ე. წ. „პუტინის სქემას“ განახორციელებს - იგი უბრალოდ თბილისის ამჟამინდელ მერს უგულავას დაასახელებს, ეს უკანასკნელი ერთი ვადით დაიკავებს თანამდებობას, შემდეგ კი სააკაშვილი დაბრუნდება. როგორც დავინახეთ, რუსეთში ეს ბრწყინვალედ გააკეთა ვლადიმირ პუტინმა“, - განაცხადა კაზნინმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3594.html
| |||
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.