პოლიტიკა: ფირალიშვილი: ბიძინა ივანიშვილი მითოლოგიზირებული ფიგურაა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია | Georgian News | ||
ექსპერტი ზაზა ფირალიშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში წასვლის თაობაზე უკავშირებს დაძაბულობას, რომელიც მისი ფიგურის გარშემო იგრძნობა. „ბოლო პერიოდში მის გარშემო დაძაბულობა იგრძნობა. გასაკვირი არ არის, რომ იგი პოლიტიკაში წასვლის სურვილითაა შეცდენილი. მანამდე იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლში იყო“, - განუცხადა ფირალიშვილმა „IPN“-ს. პოლიტოლოგი ასევე შეეხო ბიზნესმენის პერსპექტივებს პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მის შესახებ დასაბუთებელი ან დაუსაბუთებელი ლეგენდების სისტემა შეიქმნა, რომელიც, ფირალიშვილის აზრით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. როგორც პოლიტოლოგმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მითოლოგიზირებული ფიგურაა, ეს კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ხალხი ვიღაცას ელოდება, ვისი ნდობაც შეიძლება, ვისაც დაუჯერებენ, ვინც საქმით დაკავდება. ამ დროს ეს ყველა ფორმულა მუშაობას იწყებს. ამიტომ გამოჩენა ახალი ფიგურისა ისეთი წონითა და ავტორიტეტით, როგორიც ბიძინა ივანიშვილს აქვს, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს და მრავალ ადამიანს განაწყობს მისი კანდიდატურის - როგორც ისეთი ადამიანის მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქმის კეთება შეუძლია“, - განმარტა ექსპერტმა. თუმცა, ფირალიშვილის თქმით, რთულია იმაზე საუბარი, თუ რის გაკეთებას შეძლებს ცნობილი ბიზნესმენი პოლიტიკაში. პოლიტიკას სრულიად სხვა ხასიათი აქვს და რთულის იმის თქმა, რამდენად გამოუვლინდება ივანიშვილს პოლიტიკის წარმოების ტალანტი“, - აღნიშნა ექსპერტმა. რაც შეეხება ურთიერთობებს საქართველოს ოპოზიციურ სპექტრთან, ფირალიშვილის აზრით, ივანიშვილს მარტივად შეუძლია შეთანხმებაზე წასვლა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ლოკომოტივის როლი ექნება. „თუ მას აქვს ძალა და გარემოცვა, რომლებიც მას ოპოზიციის ლოკომიტივად გახდის, მაშინ მას შესაძლოა ოპოზიციონერთა დიდი რაოდენობა მიემხროს. რაღა თქმა უნდა, მათ შორის ისეთებიც იქნებიან, რომლებიც მას დაუპირისპირდებიან. პოლიტიკაში მისი პირველი ნაბიჯები მის შესაძლებლობებს გვაჩვენებს“, - განაცხახა ზაზა ფირალიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული მონაცემებით, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3581.html
| |||
Posted by Drakula | 06 Oct 2011, 19:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.