პოლიტიკა: გიორგი თარგამაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა | Georgian News | ||
საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე თავისი ვიზიტის ფარგლებში მანჩესტერში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ხეიგსს შეხვდა. როგორც „კავკას-პრესს“ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეს-ცენტრში შეატყობინეს, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. უილიამ ხეიგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ საუბრობდა. თავის მხრივ, გიორგი თარგამაძემ მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას პრინციპული პოზიციისთვის რუსეთის მიმართ. „ევროკავშირის ქვეყნებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია, არ დაუშვან საქართველოს საზღვრების ძალადობრივი შეცვლა. რაც უფრო სწრაფად მოიშორებს რუსეთი ამ ილუზიას, მით უფრო სწრაფად გაჩნდება სივრცე დიალოგისთვის“, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, გიორგი თარგამაძე დღეს, 5 ოქტომბერს, შეხვდა ევროპის საქმეთა მინისტრს დევიდ ლიდინგთონსა და კონსერვატორთა ლიდერს ევროპარლამენტში მარტინ კალანანს. გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კონფერენციაში, რომელიც მანჩესტერში ტარდება. ხვალ, 6 ოქტომბერს, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ლონდონში გაემგზავრება და საექსპერტო ცენტრ „ჩეტემ ჰაუზში“ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო უნივერსიტეტში გამოვა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3578.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.