მეცნიერება-ტექნოლოგიები: პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება | Georgian News | ||
სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 76 700 აბონენტმა ისარგებლა. საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მათგან თითქმის 70 ათასი აბონენტი უკვე სარგებლობს სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით. პორტირებული აბონენტების სტატისტიკა ასე გამოიყურება: სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდულ აბონენტთა რაოდენობით ლიდერობს „ჯეოსელი“ და 2011 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, „ჯეოსელიდან“ სხვა მობილურ ქსელებში 21 600 აბონენტი ჩაერთო, ხოლო „ჯეოსელში“ კონკურენტი კომპანიებიდან 32 700 აბონენტი გადმოვიდა. მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ბილაინი“, საიდანაც სხვა კომპანიებში 13 200 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 15 000 აბონენტი შეიძინა. და ბოლოს, კომპანია „მაგთიკომია“, რომელშიც სხვა მობილური ქსელებიდან 21 700 აბონენტი გადავიდა, ხოლო „მაგთიკომიდან“ კონკურენტი კომპანიების ქსელებში 34 700 აბონენტმა გადაინაცვლა. კომუნიკაციათა ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით იზომება, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მწვავე კონკურენციის გაჩაღებისთვის ხელის შეწყობით. კონკურენციის გამწვავება, თავის მხრივ, პირდაპირ პროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე. ეს ყველაფერი კი საბოლოო შედეგად მომხმარებელთა კეთლდღეობას ემსახურება, რაც საქართველოს კომუნიკაციათა ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3571.html
| |||
Posted by Drakula | 05 Oct 2011, 18:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.