| IPM: გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს | | საქართველოს ამბები |
გამოკითხულთა 41% ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის სურვილს დადებითად აფასებს. გამოკვლევა კომპანია IPM-მა ჩაატარა. შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსდა. მიმდინარე თვეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის სურვილს ნეიტრალურად 26 პროცენტი, ხოლო ნეგატიურად - 16 პროცენტი აფასებს. დანარჩენებს ცალსახა პასუხის გაცემა გაურთულდათ. რესპონდენტთა 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ივანიშვილი თავის მიზნებს მიაღწევს, 20 პროცენტის აზრით კი, ბიზნესმენი დეკლარირებული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს, დანარჩენები მომავლის შეფასებისაგან თავს იკავებენ და მიაჩნიათ, რომ მომავლის პროგნოზირება არ შეუძლიათ. ამასთან ერთად, გამოკითხულთა 30 პროცენტს მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლა ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას ფუნდამენტურად შეცვლის, 23 პროცენტის აზრით სიტუაცია მეტ-ნაკლებად შეიცვლება, ხოლო 17 პროცენტი რაიმე ცვლილელებს არ მოელის მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ივანიშვილს ცვლილებების სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით 30 პროცენტი პროგნოზებისაგან თავს იკავებს.
|
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| სსფ მზადაა იტალია კრედიტების საშუალებით გადაარჩინოს | | მსოფლიოს ამბები |
სსფ-მ იტალიისთვის სასწრაფო კრედიტი მოამზადა, რომლის სიდიდემაც შესაძლოა 400-დან 600 მლრდ-მდე ევრო, ხოლო მის მიხედვით საპროცენტო განაკვეთმა - 4-დან 5-მდე პროცენტი შეადგინოს. ამის შესახებ განაცხადა იტალიურმა ტელეარხმა „რაი-ნიუზ-24“-მა. ინფორმაცია ტრანშის შესაძლო გამოყოფის შესახებ გახდა მსოფლიო ფინანსური ისტიტუტების მხრიდან იტალიის ახალი მთავრობის მიმართ, რომელსაც პროფესორი მარიო მონტი უდგას სათავეში, გარკვეული ნდობის პირველი კონკრეტული ნიშანი.
|
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:07 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| რუსეთის სსს: საქართველომ გაფრთხილების გარეშე საზღვარი დახურა | | საქართველოს ამბები |
12 ნოემბრიდან ქართულმა ხელისუფლებებმა ოფიციალური შეტყობინების გარეშე შეზღუდვები შემოიღეს იმ ავტოტრანსპორტის გაშვებაზე, რომელიც ერთობლივ საზღვარზე განლაგებულ გამშვებ პუნქტ ზემო ლარსი-ყაზბეგით რუსეთიდან საქართველოში მიემართებოდა, აცხადებენ რუსეთს სსს-ში, იტყობინება “GHN“. „შედეგად საზღვრის რუსული მხრიდან თავი მოიყარა ათობით სატვირთო მანქანამ და სხვა სატრანსპორტო საშუალებამ. მძღოლები და მგზავრები უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ზამთრის პერიოდში ისინი იძულებულები არიან, არსობრივად, საველე პირობებში იცხოვრონ. იგრძნობა სურსათისა და წყლის უკმარისობა, გართულებულია წვდომა კავშირგაბმულობის საშუალებებთან. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლებები ადამიანებისათვის დახმარების გაწევის შესაძლო ზომებს მიმართავენ“, - ნათქვამია რუსეთის სსს-ს განცხადებაში.
|
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:05 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხის გაცემას შეეცადა | | მსოფლიოს ამბები |
საპარლამენტო უმრავლესობა შეეცადა ოპოზიციის ბრალდებაზე პასუხი გაეცა, რომელიც "ელიტარულ კორუფციასა და ნეპოტიზმს" ეხებოდა. კერძოდ, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ მისი ძმა საქართველოს ბანკს ხელმძღვანელობს და ამ ბანკს რეკლამას თავად პრეზიდენტი უკეთებს. ასევე, მან კოლეგებს შეახსენა, რომ ნავთობპროდუქტები მხოლოდ ორ კომპანიას შეამოაქვს და მათ უკან მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკები დგანან.
|
განათავსა - consul | 26 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|