პოლიტიკა: მაროკოში არჩევნებში ისლამისტებმა გაიმარჯვეს | მსოფლიოს ამბები | ||
ისლამურმა პარტიამ სამართლიანობამ და განვითარებამ მაროკოს საპარლემენტო არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. Agence France-Presse –ის ინფორმაციის თანახმად, ისლამისტების გამარჯვება სამეფოს მოქმედმა მთავრობამაც აღიარა. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ახალ პარლამენტში პარტია სამართლიანობა და განვითარებიდან 395–დან 80 ადგილს დაუშვებენ. მაგრამ, მანამდე ისლამისტების ხელმძღვანელები 100 ადგილის მიღებას ვარაუდობდნენ. პარტიის ხელმძღვანელობაში უკვე იმ სამი პარტიის წარმომადგენლებთან კოალიციის შექმნისთვის ემზადებიან, რომლებიც მოროკოს მთავრობაში შედის, მათ შორისაა ნაციონალისტები და სოციალისტები. 26 ნოემბრის არცჩევნები, 2011 წლის ანტისამთავრობოს გამოსვლების შემდეგ პირველ საპარლამენტო არჩევნებს წარმოადგენს. ამ გამოსვლების ფარგლებში მაროკოს მეფემ დემოკრატიული არჩევნების გატარების პირობა დადო. მიუხედავად იმისა,რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ხმის მიცემისთვის ბოიკოტი გაეკეთება სცადა, საარჩევნო უბნებში დასწრებამ 45% მაინც მიაღწია. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4004.html
| |||
განათავსა - consul | 26 ნოემ. 2011, 19:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.