| Moody’s-მა უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა | | მსოფლიოს ამბები |
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი პუნქტით - „Baa3“-დან „Ba1“-მდე შეამცირა. როგორც სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნულია, მან შეიძლება მომავალშიც შეამციროს უნგრეთის რეიტინგი, რომელმაც გასულ კვირას ევროკომისიას გაუგზავნა წერილი ევროკავშირის მიერ „სადაზღვევო“ ფინანსური დახმარების თხოვნით.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:15 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ევროპაში ინტერნეტის მომხმარებელთა თავისუფლების შეზღუდვა აკრძალეს | | მსოფლიოს ამბები |
სამართალდამცავებს უფლება არა აქვთ, აიძულონ ევროპული ინტერნეტ-პროვაიდერები, რათა მათ თვალი ადევნონ თავიანთი მომხმარებლების აქტიურობას ინტერნეტში ან დაბლოკონ მათი კავშირი ინტერნეტთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კონტენტზე საავტორო უფლებებს დაარღვევენ. ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ხმისჩამწერმა ლეიბლებმა და კინოსტუდიებმა არ უნდა გამოიყენონ სასამართლო სარჩლები, რათა ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას მიაღწიონ. „ევროკავშირის კანონები გამორიცხავს ეროვნული სასამართლოების დადგენილებებს, რომლებიც ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან ტრაფიკის მფილტრავი სისტემების დაყენებას მოითხოვს, რისი მიზანიც ნებისმიერი კონტენტის არალეგალურ გავრცელებასთან ბრძოლაა“, - ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:15 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ნიკა გილაური: წელს საქართველოში პირველად შემცირდა უმუშევრობა | | ბიზნესი და ეკონომიკა |
საქართველოს ხელისუფლებები კარგად ხვდებიან, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის წარდგენის დროს, იუწყება “GHN“. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე პირველად შემცირდა, თუმცა ხელისუფლებები კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი ღარიბი და უმუშევარი ადამიანია, არის სხვადასხვა პრობლემები.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისში, „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება | | საქართველოს ამბები |
ოფისი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისა“, რომლის ხელმძღვანელობასაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, უახლოეს დღეებში თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში - „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება, იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა ტვ“. „ქართული ოცნება“ - ეს არის მოძრაობა, რომელსაც განსაკუთრებული მიზანი აქვს - საზოგადოების კონსოლიდაცია, გაერთიანება თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ამიტომ მოძრაობა აქცენტს არ გააკეთებს ცნობილ სახეებზე, თუმცა მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ყველას შეუძლია“, - განაცხადა ივანიშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:03 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| UNICEF: საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა | | საქართველოს ამბები |
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში და დეპუტატები.
|
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:02 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
|