ეკონომიკა: სსფ მზადაა იტალია კრედიტების საშუალებით გადაარჩინოს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() რესპუბლიკის სახელმწიფო ვალი 1.9 ტრლნ ევროს შეადგენს, ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ რომი ფინანსური დახმარებისთვის ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავდა, როგორც ეს უკვე გააკეთეს საბერძნეთმა, პორტუგალიამ და ირლანდიამ. ტელეარხის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კრედიტი „დროებით მოხსნის იტალიური ვალების რეფინანსების აუცილებლობას“, რითაც იტალიის ხელისუფლებებს 12-დან 18 თვემდე დროს მისცემს, რომლის განმავლობაშიც ქვეყნის მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებებისა და სხვა რეფორმების გატარებას შეძლებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საეჭვოა, კრედიტის სიდიდეებმა საშუალება მისცეს სსფ-ს, გასცეს იგი მხოლოდ თავის ამჟამინდელ სახსრებზე დაყრდნობით, ასე რომ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფონდი კრედიტს სხვა ინსტიტუტებთან, მაგალითად - ევროპის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობით გასცემს. მანამდე ევროკავშირმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იტალიაში თავიანთი აუდიტორები გააგზავნეს და მალე იგივეს სსფ-ც გააკეთებს. ეს გათვალისწინებულია შეთანხმებაში, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ წინა იტალიურმა ხელისუფლებებმა გააფორმეს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4007.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 ნოემ. 2011, 19:07 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.