| დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი | | მსოფლიოს ამბები |
ბრიტანულმა მუსიკალურმა ჟურნალმა „Q“ მის მიერ დაწესებული ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულთა სია გამოცემის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ნომინაცია „თანამედროვეობის საუკეთესო ჯგუფი“ ჯილდო გადაეცა ბრიტანულ კოლექტივს Coldplay. ჯილდო ჯგუფს ჟურნალ Q- მკითხველთა ღია გამოკითხვის შედეგებით მიენიჭა. პრემიის მიღებისას Coldplay-ის ვოკალისტმა კრის მარტინმა მოკრძალებით განაცხადა, რომ თავის ჯგუფს მსოფლიოში საუკეთესოდ არ მიიჩნევს“. „არა, საუკეთესო ჯგუფი არის U2. ჩვენ სადღაც მეშვიდე ადგილზე ვართ“, - მოჰყავს მუსიკოსის სიტყვები ჟურნალ Billboard-ს.
|
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:05 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ბერლუსკონის ეპოქა შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდეს | | მსოფლიოს ამბები |
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მმართველი კოალიციის საკვანძო პარტნიორთან გააფორმა საიდუმლო შეთანხმება იმაზე, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2012 წლის იანვარში გადადგება, ხოლო მარტში ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, შეატყობინეს ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, იტალიურმა გაზეთებმა „ლა რეპუბლიკა“ და „ლა სტამპა“. გაზეთების მონაცემებით, შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ოთხშაბათს ღამით ბერლუსკონისა და პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერთან უმბერტო ბოსისთან მოლაპარაკებების მსვლელობაში. ოფიციალური დადასტურება რაიმე შეთანხმების მიღწევის შესახებ არ შემოსულა.
|
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:02 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| არკადი დვორკოვიჩი: საქართველო რუსეთს მსო-სთან დაკავშირებით არარეალურ მოთხოვნებს უყენებს | | მსოფლიოს ამბები |
რუსეთის მსო-ში შესვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე საქართველო მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს, რომლებზედაც რუსეთს ფედერაცია არასდროს წავა, განაცხადა პრეზიდენტის დამხმარემ არკადი დვორკოვიჩმა, იუწყება “GHN“. „ჩვენ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია. ამასთან, ჩვენი მეზობლების მიერ წაყენებული მოთხოვნები მსო-ს მოთხოვნებს არ ეხება, არამედ სულ სხვა რაღაცას ეხება, იმას, რაზეც ჩვენ ვერასდროს წავალთ“, - თქვა დვორკოვიჩმა ფორუმზე „ფინური ბიზნესი მოსკოვში“, გადმოსცემს „ბი-ბი-სი“.
|
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:23 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|