| გერმანელმა ექსპორტიორებმა ევროზე უარის თქმის მზადყოფნაზე განაცხადეს | | მსოფლიოს ამბები |
გერმანელი ექსპორტიორები მზად არიან, უარი თქვან ერთიან ევროპულ ვალუტაზე. ამის შესახებ განაცხადა გერმანელ ექსპორტიორთა გაერთიანების (BGA) უფროსმა ანტონ ბერნერმა, გადმოსცემს RTE. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზარი, ერთიანი ვალუტა კი აუცილებელი არ არის. არის გერმანიაში სიცოცხლე ევროს შემდეგ? დიახ, არის“, - განაცხადა ბერნერმა ბერლინში არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური პრესის ასოციაციასთან“ შეხვედრაზე. გერმანიაში ევროზონიდან გამოსვლის საკითხი უკვე არაერთხელ წამოჭრილა. 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა ნახევარზე მეტ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას ისურვებდა.
|
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2011, 18:54 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება | | მსოფლიოს ამბები |
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს.
|
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:22 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ | | მსოფლიოს ამბები |
აშშ-ის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტური ფორმების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება “GHN“. ობამას ადმინისტრაცია იძულებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა არამიწიერი ცივილიზაციების საკითხის თაობაზე მას შემდეგ, რაც საიტის გამყოფილებაში „ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში“ გაჩნდა მიმართვა, რომელიც მოითხოვდა უცხოპლანეტელების შესახებ სამთავრობო მონაცემების გასაიდუმლოებას. ერთი თვის განმავლობაში ამ მოთხოვნამ 17 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 1 | ვრცლად... |
|
|