aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 საზოგადოება: გაეროს მეცნიერები: რუსეთი სხვა ქვეყნებზე უფრო ადრე გადაშენდება, ამიერკავკასია კიარა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
გაეროს მეცნიერებმა კაცობრიობის გადაშენების რუქა შეადგინეს, რომლის თანახმადაც რუსეთი იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, რომლებიც ყველაზე ადრე გადაშენდებიან. მათი პროგნოზებით, რუსეთს ეს 2888 წელს დაემართება, ანუ უკვე 800 წელიწადში. შედარებისათვის, უკრაინა 400 წლით უფრო გვიან გადაშენდება, ხოლო აშშ - ყველაზე შორეულ პერსპექტივაში - ასიათასიან წლებში, გადმოსცემს NEWSru.com.



მეცნიერთა აზრით, არის ისეთი ქვეყნები, რომლებიც საერთოდ არ გადაშენდება. ეს მთლიანი აფრიკაა, ახლო აღმოსავლეთი (ირანის გარდა), შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნები, ავღანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, მონღოლეთი, ინდონეზია, ფილიპინები, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, ბრაზილიისა და ჩილის გარდა. გაერო ამგვარ გამოკვლევებს რეგულარულად ატარებს და მათ დემოგრაფიული პროგნოზების (UN World Population Prospects) სახით აფორმებს. აღნიშნული გამოკვლევა 2010 წლის რევიზიაა.


რუქა, რომელზეც სხვადასხვა რეგიონები, გადაშენების პროგნოზის შესაბამისად, სხვადასხვა ფერით არის აღნიშნული, რუსული Esquire-ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა, რომელიც, თავის მხრივ, The Economist-ს ეყრდნობა.

სტატიაში განიმარტება, რომ პროგნოზი  ე. წ. მოსახლეობის კვლავწარმოების წმინდა კოეფიციენტის (მკკ) საფუძველზე იგება. ეს კოეფიციენტი გახლავთ იმ გოგონების საშუალო რიცხვი, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში საშუალო ქალმა გააჩინა ამა თუ იმ ქვეყანაში და რომლებმაც იცხოვრეს რეპროდუქტიული პერიოდის ბოლომდე შობადობისა და სიკვდილიანობის მოცემული პირობებისას.


მსოფლიოს დაახლოებით 120 ქვეყანაში ეს კოეფიციენტი 1-ზე მეტია, ანუ ყოველ თაობასთან ერთად იზრდება არა უბრალოდ მაცხოვრებელთა რიცხვი, არამედ გოგონების რიცხვი, ასე რომ, ასეთ ქვეყანას გადაშენება არ ემუქრება. ამ ქვეყნების დიდი ნაწილი განვითარებადი ქვეყნებია, შობადობის საერთო მაღალი დონით, თუმცა გვხვდება სავსებით განვითარებულებიც: ირლანდია, ისრაელი, ახალი ზელანდია.


73 ქვეყანაში მკკ 1-ზე ნაკლებია, ანუ ადრე თუ გვიან ასეთ ქვეყანაში ქალები აღარ დარჩებიან, ხოლო მათ გარეშე მამაკაცები კვლავწარმოებას ვერაფრით შეძლებენ. მრავალსაფეხურიანი გამოთვლების გზით მეცნიერებმა ყოველი ქვეყნისთვის განსაზღვრეს თარიღი, როდესაც მოკვდება ბოლო ქალი და მოსახლეობის კვლავწარმოება შეწყდება.


ასე, რუსეთთან მიმართებაში დადგინდა, რომ უკანასკნელი გოგონა 30 თაობის შემდეგ დაიბადება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში საშუალო სამშობიარო ასაკი 26.81 წელს შეადგენს, ეს 814 წელიწადში მოხდება, ხოლო რუსი ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის (74.03 წელი) გათვალისწინებით, ბოლო მათგანი კვლავწარმოების იმედთან ერთად 2888 წელს მოკვდება, განმარტავს ჟურნალი.


გამოკვლევის შედეგებით, 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე გადაშენდება, გახლავთ: მაკაო, ჰონკონგი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, რუსეთი, მალტა, სლოვაკეთი, სინგაპური, რუმინეთი, უნგრეთი, მაკედონია.


10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე გვიან გადაშენდება: აშშ, ვირჯინიის კუნძულები, სენტ-ლუსია, ტუნისი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, აზერბაიჯანი, ავსტრალია, ანტილიის კუნძულები, ნორვეგია.


როგორც NEWSru.uaაღნიშნავს, ცნობილი სოციობიოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ უილსონი ამტკიცებს, რომ ბიოსფეროს რეზერვები საკმაოდ შეზღუდულია, მთავარი კი ისაა, რომ მათი შევსება შეუძლებელია. ეს ძირითადად წყლისა და საკვების მარაგებს ეხება. მისი თქმით, ის მაქსიმუმი, რომლის ატანასაც ჩვენი პლანეტა შეძლებს, 10 მილიარდი ადამიანის ტოლი მოსახლეობაა.


რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთს, მეცნიერები უკვე დიდი ხანია, რაც მის გადაშენებაზე საუბრობენ. ცოტახნის წინ კი ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა გააქარწყლა „რუსსტატის“ ოპტიმისტუსი მონაცემები, გამოითვალა რა, რომ რუსეთის მოსახლეობის შემცირების ტემპი თითქმის 15-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამ ფედერალური სამსახურის ოფიციალურ მონაცემებშია მითითებული.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3738.html
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:19 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: გაეროს მეცნიერები: რუსეთი სხვა ქვეყნებზე უფრო ადრე გადაშენდება, ამიერკავკასია კიარა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian