| დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები | | მსოფლიოს ამბები |
Microsoft-მა პირველი სტრიქონი დაიკავა 25 საუკეთესო გლობალური დამსაქმებელი კომპანიების სიაში, რომელიც ინსტიტუტ Great Place to Work-მა შეადგინა. რეიტინგი ჟურნალ Fortune-ში გამოქვეყნდა. შემდგენლებმა აღნიშნეს, რომ Microsof tარსებით მხარდაჭერას უჩენს თავის მომუშავეებს, რომლებმაც ახლახან გაიჩინეს ბავშვები. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მომუშავეებს ასევე წელიწადში 40 ანაზღაურებულ საათს სთავაზობს, რომელთა დახარჯვაც მათ მოხალისეობაზე - მაგალითად, ლტოლვილებისათვის თავშესაფრის აშენებაზე შეუძლიათ.
|
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:14 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 1 | ვრცლად... |
|
| საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა გაიხსნა | | მსოფლიოს ამბები |
მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა შაბათს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში გაიხსნა. ინტერნეტში ახალი საიტი თავის სტუმრებს სთავაზობს „გაისეირნოს“ ვირტუალურ ექსპოზიციაზე, რომელიც 120-ზე მეტი ფრანგული კომპანიის პროდუქციას წარადგენს. „ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვექმნა ინტერნეტ-გვერდი, რომელზეც მცირე და საშუალო მეწარმეთა პროდუქცია იქნებოდა წარმოდგენილი. პროექტს ბაზრობა უწოდეს“, - მოყვა ქრისტოფ მინიემ, Aerial Conseil-ის წარმომადგენელმა. Aerial Conseilპატარა ფირმაა ფრანგულ ქალაქ ნანტიდან და სწორედ იგი იყო დაკავებული საიტის შემუშავებით.
|
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:51 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| აშშ-მ იტალიის პრემიერ-მინისტრი ადამიანებით მოვაჭრეთა სიაში შეიტანა | | მსოფლიოს ამბები |
იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სახელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში მოხვდა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანებით ვაჭრობის პრობლემას ეძღვნება. მოხსენება მსოფლიოს 180 ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება. ამ დოკუმენტში შესულია ჩამონათვალი იმ პირების კონკრეტული სახელებით, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ადამიანებით ვაჭრობასთან; მათ შორისაა ბერლუსკონის სახელიც, რომელსაც სასამართლომ 2011 წლის თებერვალში წაუყენა ბრალდება მაროკოელი გოგონას, კერიმა ელ-მაჰრუგის (მეტსახელად - რუბი) კომერციულ სექსუალურ ექსპლულატაციაში.
|
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|