| საფრანგეთი ღვინის წარმოების მიხედვით მსოფლიო ლიდერი გახდა | | მსოფლიოს ამბები |
საფრანგეთი მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი გახდა და ამ მაჩვენებლის მიხედვით თავის მთავარ მეტოქეს - იტალიას გაუსწრო. როგორც კვირას, 30 ოქტომბერს, საფრანგეთის მეღვინეობის კოოპერატივთა კონფედერაციის მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რესპუბლიკის ტერიტორიაზე 50.2 მლნ ჰექტოლიტრი ღვინო იქნა წარმოებული, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია.
|
განათავსა - Drakula | 31 ოქტ. 2011, 19:42 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მსოფლიოს უძველესი ბანკი სავალო კრიზისის მსხვერპლი გახდა | | მსოფლიოს ამბები |
მსოფლიოს უძველესი ბანკი, იტალიური Monte dei Paschi, ინვესტორებს დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართავს. როგორც The Wall Street Journal წერს, ბანკი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მის აქტივებში იტალიის სახელმწიფო ვალების არსებობის გამო აღმოჩნდა. Monte dei Paschi-სთვის აუცილებელი ინვესტიციების სიდიდე 2-დან 2.8 მილიარდამდე ევროს შეადგენს. ბანკი იტალიის მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია: მას ქვეყნის სახელმწიფო ვალის 32.5 მილიარდი ევრო ეკუთვნის.
|
განათავსა - Drakula | 28 ოქტ. 2011, 20:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| კერძო ინვესტორები საბერძნეთის ვალის ნახევრის ჩამოწერას დათანხმდნენ | | მსოფლიოს ამბები |
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა შეძლეს კერძო ინვესტორებთან შეთანხმება ბერძნული ობლიგაციების მიხედვით ვალის 50-პროცენტიანი ნებაყოფლობითი ჩამოწერის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, მიღწეული შეთანხმებულობის შედეგად შესაძლებელი იქნება 100 მილიარდზე მეტი ევროს ჩამოწერა 210 მილიარდი ოდენობის ვალდებულებებიდან, რომლებიც საბერძნეთის მთავრობას კერძო ბანკების წინაშე მართებს. ქვეყნის სახელმწიფო ვალის საერთო თანხა დაახლოებით 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.
|
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| მიწისძვრამ თურქეთში შესაძლოა ვულკანი ნემრუტი გააღვიძოს | | მსოფლიოს ამბები |
თურქეთში, ვანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ შეიძლება გაიღვიძოს ვულკან ნემრუტმა, რომელიც ვანის ტბასთან მდებარეობს. ამის შესახებ თურქეთი უნგრეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (RSOE EDIS) გააფრთხილა. აღნიშნულია, რომ თურქეთში არ არის მონაცემები ვანის, მუშისა და ბიტლისის პროვინციებს შორის განლაგებულ მთა ნემრუტის ვულკანური აქტივობის გამოკვლევების შესახებ.
|
განათავსა - Drakula | 27 ოქტ. 2011, 18:49 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|