პოლიტიკა: ბერლუსკონის ეპოქა შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() არსებული მონაცემებით, ბერლუსკონი გადადგომას დათანხმდა იმის სანაცვლოდ, რომ „ჩრდილოეთის ლიგა“ დათანხმდება იტალიაში საპენსიო ასაკის გაზრდას: იგი 67 წლამდე უნდა გაიზარდოს. ბერლუსკონის შესაძლო გადადგომა ფართოდ განიხილებოდა იტალიურ მედიაში 25 ოქტომბერს. ბერლუსკონი დაჟინებით მოითხოვდა საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას, თუმცა „ჩრდილოეთის ლიგა“ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. გაზეთ „კორიერე დელა სერას“ აზრით, ბერლუსკონის გადადგომის შემთხვევაში კაბინეტს სათავეში შესაძლოა ჩაუდგეს მინისტრთა საბჭოს მდივანი ჯანი ლეტა ან სენატის თავმჯდომარე რენატო სკიფანი. გუშინ, 25 ოქტომბერს, ბერლუსკონი იტალიის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს შეხვდა და მთავრობაში უთანხმოებების შესახებ შეატყობინა. ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, პრემიერი ბრიუსელში ევროზონის სამიტზე გაემგზავრა, თუმცა მან მთავრობასთან ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისა და იტალიის სახელმწიფო ვალის შემცირების ზომების შეთანხმება ვერ მოახერხა. იტალიური მედიის შეტყობინებებით, ბერლუსკონი ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, ბრიუსელში სამიტზე იტალიური ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერისა და ბიუჯეტის კონსოლიდაციის გეგმების წარმოდგენას ისურვებდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3752.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ოქტ. 2011, 20:02 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.