aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: არკადი დვორკოვიჩი: საქართველო რუსეთს მსო-სთან დაკავშირებით არარეალურ მოთხოვნებს უყენებს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
რუსეთის მსო-ში შესვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე საქართველო მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს, რომლებზედაც რუსეთს ფედერაცია არასდროს წავა, განაცხადა პრეზიდენტის დამხმარემ არკადი დვორკოვიჩმა, იუწყება “GHN“. „ჩვენ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია. ამასთან, ჩვენი მეზობლების მიერ წაყენებული მოთხოვნები მსო-ს მოთხოვნებს არ ეხება, არამედ სულ სხვა რაღაცას ეხება, იმას, რაზეც ჩვენ ვერასდროს წავალთ“, - თქვა დვორკოვიჩმა ფორუმზე „ფინური ბიზნესი მოსკოვში“, გადმოსცემს „ბი-ბი-სი“.



დვორკოვიჩის თქმით, საქართველო მოითხოვს „რაღაც განუსაზღვრელობების აღიარებას ორი ქვეყნის სტატუსის თაობაზე, რომლებიც ჩვენ ვაღიარეთ“ - ანუ, იგულისხმება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამის გამო, როგორც პრეზიდენტის დამხმარე ამბობს, რუსეთის მსო-ში შესვლის საკითხი ღია რჩება.


„თუ ჩვენ მსო-ში არ შევალთ, ყველასათვის იქნება უფრო ცუდი: ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ბარიერები მაღალი დარჩება და, სავსებით შესაძლებელია, რომ კრიზისის გავლენის ქვეშ ისინი მხოლოდ გაიზრდება“, - ივარაუდა დვორკოვიჩმა.


ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდება.


თბილისი რუსეთის მსო-ში შესვლის თანხმობას არ იძლევა, ცდილობს რა მიაღწიოს საბაჟო პუნქტების განთავსებას რუსეთთან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, ამასთან თანახმაა იმაზე, რომ იქ არა ქართველი, არამედ საერთაშორისო კონტროლიორები მუშაობდნენ.


მოსკოვი აცხადებს, რომ ეს საკითხი პოლიტიკურია და მსო-ს ფარგლებში არ უნდა განიხილებოდეს.


გასულ კვირაში ორი გავლენიანი ამერიკელი სენატორი საქართველოს პოზიციის მხარდასაჭერად გამოვიდა და მოითხოვა ობამას ადმინისტრაციისაგან, არ იმსხვერპლოს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესები ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის მსო-ში გაწევრიანების დახმარების გაწევის სასარგებლოდ.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3743.html
განათავსა - Drakula | 25 ოქტ. 2011, 19:23 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: არკადი დვორკოვიჩი: საქართველო რუსეთს მსო-სთან დაკავშირებით არარეალურ მოთხოვნებს უყენებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian