| სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება ტვინის განვითარებაზე აისახოს | | მსოფლიოს ამბები |
როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ვირტუალური სოციალური ქსელების გამოყენებას, ალბათ, ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა თავისებურებები გააანალიზეს. როგორც BBC გადმოსცემს, გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 125 მოხალისემ, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ. მეცნიერებმა თითოეული მათგანის ტვინის სკანირება ჩაატარეს და გასაოცარი ფაქტი დაადგინეს - ადამიანებს, რომლებსაც ტვინის ზოგიერთი ნაწილი უფრო დიდი ჰქონდათ, სოციალურ ქსელშიც „მეგობრების“ უფრო მეტი რაოდენობა ჰყავდათ.
|
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:50 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონად გამოაცხადებენ | | მსოფლიოს ამბები |
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების უფროსთა საბჭოს სხდომის შედეგებით სამშაბათს, 18 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების გამარტივებას და მთელი რიგი მრავალმხრიივი და დაახლოებით 100 ორმხრივი დოკუმენტის შეცვლას, რომლებიც დღეისათვის დსთ-ს სივრცეში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს რეგლამენტირებს. დოკუმენტმა მიიღო სახელწოდება „სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულება“, წერს „Ведомости“.
|
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 18:22 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ამერიკელი წინასწარმეტყველი: სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება | | მსოფლიოს ამბები |
ცნობილი ამერიკელი მქადაგებელი ჰაროლდ კემპინგი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება. მან კიდევ ერთხელ განუცხადა თავის თაყვანისმცემლებს, რომ სამყარო 2011 წლის 21 ოქტომბერს 18:00 საათზე (თითოეულ საათის სარტყელში) დაიღუპება. მორიგ აუდიოგზავნილში საიტზე Family Radio Networkკემპინგი ირწმუნება, რომ აპოკალიფსი უკვე შემდეგ პარასკევს დადგება. „ამჯერად, როგორც ჩანს, ეს ყველაფრის ნამდვილი დასასრული იქნება“, - დაამატა მან.
|
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:49 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| 31 ოქტომბრისთვის დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს | | მსოფლიოს ამბები |
31 ოქტომბერს დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდს მიაღწევს. ეს მოხდება 12 წლის შემდეგ მას მერე, რაც მეექვსემემილიარდე მაცხოვრებელი დაიბადა. იგი გახდა ბოსნიელი ბიჭი, რომელიც სარაევოში 1999 წლის 12 ოქტომბრის ღამით - მის პირველ წუთებში დაიბადა. მეშვიდემემილიარდე მაცხოვრებელს 31 ოქტომბერს, ღამით გამოაცხადებენ. თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ ვინმე კონკრეტულზე ჩვენება შეუძლებელია, რამდენადაც ყოველ საათში პლანეტაზე 10 ათასი ბავშვი იბადება. არჩეულს ამჯერადაც აუცილებლად დაადგენენ, ვინაიდან უკვე გადაწყვეტილია, რომ 31 ოქტომბერს დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.
|
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:48 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|