პოლიტიკა: ლიბიის ხელისუფლებამ კადაფის გვამთან მიახლოება აკრძალა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ჯამაჰირის ლიდერი 20 ოქტომბერს, მის მშობლიურ ქალაქთან გამართული ბრძოლის დროს დაიღუპა. მოკლე დროში მუამარ კადაფის სხეული მისურატში გადაასვენეს და საჯარო ჩვენების მიზნით ქალაქის ერთერთი მაღაზიაში მაცივარში მოათავსეს, რომელსაც სამრეწველო დანიშნულება ჰქონდა. იქვე, საჯაროდ იქნა დასვენებული კადაფის ერთერთი შვილის მუსტასიმას გვამი, რომელიც სირტას შტურმის დროს დაიღუპა. მუსლიმანური ტრადიციების თანახმად პოლკოვნიკის გვამი გარდაცვალებიდან 24 საათში უნდა დაეკრძალათ, თუმცა ლიბიის გარდამავალმა საჭომ დაკრძალვის ადგილზე შეთანხმებას დროულად ვერ მიაღწია. ამის გარდა, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია კადაფის გარდაცვალების მიზეზის დადგენისათვის სხეულის გაკვეთას ითხოვს . თავის მხრივ, პოლკოვნიკის ნათესავებმა ხელისუფლებას გვამის დაბრუნება სთხოვა, რათა იგი სირტაში დაეკრძალათ. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სირტაში გვამის გადასვენებას დათანხდა, მაგრამ იგი ამ დრომდე მაინც საჯარო ადგილას არის დასვენებული. როგორც მედია წერს,გარდაცვლილი დიქტატორის სანახავად ათასობით ლიბიელი მიდიოდა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3731.html
| |||
განათავსა - consul | 24 ოქტ. 2011, 21:14 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.