aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 საქართველოს პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთს არა აქვს საკმარისი რესურსი და ფართო ინტელექტუალური ფენა იმისათვის, რომ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ამჟამად საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, მიაჩნია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება „GHN“. როგორც პრეზიდენტმა პოლონურ ბიურო EurActiv-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რუსეთი ზეწოლას ახდენს უკრაინასა და საქართველოზე, მოლდოვაზე ზეწოლა კი ოდნავ შემცირდა.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:19 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დარჩიაშვილი: ყველა ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი არ არის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით დარჩიაშვილს „მრავალი ეთნიკური ქართველი პოლიტიკურად ქართველი“ არ მიაჩნია. ამის შესახებ დარჩიაშვილმა გუშინ, 8 ნოემბერს, დიასპორებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტის განხილვის მსვლელობაში ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ მდივანი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა, რატომ არის ასე გართულებული ეთნიკური ქართველებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და რატომ არ შეუძლია საქართველოს ისრაელის მაგალითის გადმოღება.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:19 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ევროკავშირში წევრობისთვის უკეთესი კანდიდატი უნდა გახდეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო ევროკავშირში წვრობისთვის უკეთესი კანდიდატი უნდა გახდეს, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იტყობინება “GHN“.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:18 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ონიშენკო: მსო-ში შესვლა ქართული ღვინოებისთვის რუსეთის ფედერაციის ბაზარს არ გახსნის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს მიაჩნია, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანება ქართული ღვინოებისა და „ბორჯომისთვის“ რუსული ბაზრის ავტომატურ გახსნას არ ნიშნავს. „არა, არ ნიშნავს, იმედიც არ ჰქონდეთ“, - თქვა მან, როდესაც სამშაბათს, 8 ნოემბერს, ჟურნალისტთა შეკითხვას პასუხობდა.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
შვეიცარული ბანკი Credit Suisse დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის იმ შეძლებული ამერიკელი კლიენტების შესახებ ინფორმაციის გადაცემას, რომლებიც აშშ-ში გადასახადებისაგან თავს არიდებენ. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. როგორც ბანკში განაცხადეს, მონაცემები მდიდარი ამერიკელების ანგარიშების შესახებ შვეიცარიის საგადასახადო რეგულატორებს უკვე სამშაბათს გადაუგზავნიან. მათ ამერიკელ ხელისუფლებებს რამდენიმე თვეში გადაუგზავიან. ამასთან, შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობამ ამერიკელ საგადასახადო ორგანოთა „შავ სიაში“ მოხვედრილ კლიენტთა რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვა.
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესაძლო გაწევრიანება ქვეყანაზე დადებითად იმოქმედებს, ზრდის სტიმულირებას მოახდენს და რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ასეთი პროგნოზი სამშაბათს, 8 ნოემბერს, Fitch Ratings-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს. სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მსო-სთან შემოერთება მოსკოვს ასევე დაეხმარება ნედლეულზე მსოფლიო ფასების მერყეობებისადმი დაქვემდებარებულობის შემცირებას და მსოფლიო არანედლეულის ბაზრებზე დაშვებას გაუმარტივებს.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:18 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ავსტრალიას ჰაერის დაბინძურებისთვის გადასახადი შემოაქვს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ავსტრალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნახშირორჟანგის სამრეწველო გაფრქვევაზე გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2012 წლის ივლისიდან უნდა შევიდეს. ამ მომენტიდან ქვეყნის 500 ძირითადი ენერგეტიკული კომპანია ვალდებული იქნება, ატმოსფეროში ამოხეთქილ ერთ ტონა ნახშირორჟანგზე 23 დოლარი გადაიხადოს.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:18 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 პეტრე ცისკარიშვილი: ქართული ოპოზიცია 90-იან წლებში ჩარჩა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიცია, თავისი შეხედულებებით, 90-იან წლებში ჩარჩა და მათ რუსი აგენტები და ჯაშუშები ელანდებიან, იუწყება “GHN“. კერძოდ, ცისკარიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პარალელი გაავლო ბიძინა ივანიშვილსა და კახა ბენდუქიძეს შორის. ეს მოხდა მას მერე, რაც „ქართული დასის“ ლიდერმა აჩვენა ბენდუქიძის ფოტოები ვლადიმირ პუნტინთან და სერგეი ლავროვთან.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დანიაში მსოფლიოში ყველაზე სქელ წიგნს გამოუშვებენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიოში ყველაზე სქელი წიგნი მალე დანიაში დაიბეჭდება. გასაოცარი ზომის ტომი უმუშევრობის დაზღვევის სალაროს - „Min A-kasse“-ის მიერ გამოვა. გადაიკითხავს რა მის 23 675 გვერდს, მკითხველი გაიგებს ყველაფერს იმ ნორმებისა და წესების შესახებ, რომელთა თანახმად დანიაში იხარჯება ფონდები, რომლებიც იმ დანიელებისთვის შემწეობებზე გამოიყოფა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:17 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მსოფლიოში მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი 5-ზე უფრო მეტჯერ გაიზრდება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
2016 წლისთვის მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი მსოფლიოში თითქმის 5 მლრდ-ს მიაღწევს, ამასთან უახლოეს 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 60 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტების უმსხვილესი მსოფლიო მიმწოდებლის - შვედური კომპანია „ერიქსონის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მასალებში.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian