aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 ეკონომიკა: ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
შვეიცარული ბანკი Credit Suisse დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის იმ შეძლებული ამერიკელი კლიენტების შესახებ ინფორმაციის გადაცემას, რომლებიც აშშ-ში გადასახადებისაგან თავს არიდებენ. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. როგორც ბანკში განაცხადეს, მონაცემები მდიდარი ამერიკელების ანგარიშების შესახებ შვეიცარიის საგადასახადო რეგულატორებს უკვე სამშაბათს გადაუგზავნიან. მათ ამერიკელ ხელისუფლებებს რამდენიმე თვეში გადაუგზავიან. ამასთან, შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობამ ამერიკელ საგადასახადო ორგანოთა „შავ სიაში“ მოხვედრილ კლიენტთა რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვა.



აშშ-ის რეგულატორები უკვე დიდი ხანია, რაც შვეიცარიის 11 უმსხვილესი ფინანსური კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ შორის შევიდა ისეთი საბანკო გიგანტები, როგორებიცაა Credit Suisse Group და UBS. ხელისუფლებებს ბანკებზე ეჭვი აქვთ იმაში, რომ ისინი შეძლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შემოსავლებზე მონაცემების დამალვაში ეხმარებოდნენ, რამაც მათ საგადასახადო გადარიცხვების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალება მისცა. იმ შემთხვევაში, თუ ბანკების თანამონაწილეობა დამტკიცდება, მათ მრავალმილიარდიანი ჯარიმები ემუქრება.


2009 წლის შემოდგომაზე UBS, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მხრიდან სარჩლების წარდგენის საფრთხის ქვეშ, დათანხმდა ინფორმაციის გამხელას 250 შეძლებული ამერიკელი მოქალაქის ანგარიშებზე. 2010 წელს ბანკმა კიდევ 4450 ამერიკელი კლიენტის ანგარიში გახსნა და კიდევ 52 ათასის მიმართ დათანხმდა იგივეს.


აშშ-ის გარდა, შვეიცარიისაგან საბანკო საიდუმლოს გახსნას გერმანია, დიდი ბრიტანეთი და სხვა რიგი ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, მოითხოვენ.


სექტემბრის ბოლოს ფინანსთა ექს-მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ რუსეთი და შვეიცარია ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას რუსი მოქალაქეების ანგარიშებზე ინფორმაციის გადაცემის შესახებ.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3857.html
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2011, 19:17 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian