მეცნიერება-ტექნოლოგიები: მსოფლიოში მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი 5-ზე უფრო მეტჯერ გაიზრდება | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() კომპანიის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში მობილური ფართოზოლიანი დაშვების (მფდ) დაახლოებით 900 მლნ მომხმარებელი არსებობს. მთელ მსოფლიოში მომუშავე ქსელებში გაზომვების შედეგებზე დაფუძნებული გამოკვლევის მონაცემებით, 5 წელიწადში მობილურ ქსელებში ტრაფიკის მოცულობა 10-ჯერ გაიზრდება. ამასთან, ამ ტრაფიკის 60 პროცენტის გენერაციას ის მომხმარებლები მოახდენენ, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიაზე, რომელიც პლანეტის ზედაპირის 1-ზე ნაკლებ პროცენტს იკავებს. „ერიქსონის“ შეფასებების თანახმად, ამ დროისათვის პლანეტის მაცხოვრებელთა 80 პროცენტზე მეტს კავშირგაბმულობის მაღალჩქაროსნულ 3Gქსელებთან წვდომა ექნება. „ზრდის მთავარი დრაივერი ვიდეო-კონტენტის გადაცემა გახდება, - აღნიშნულია გამოკვლევაში. - ძალიან მაღალი ტემპებით გაიზრდება ტრაფიკი მობილური მოწყობილობებიდან - ტელეფონებიდან და სმარტფონებიდან. „ერიქსონის“ ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ტრაფიკი მრავალფუნქციური სმარტფონებიდან 12-ჯერ გაიზრდება და მიაღწევს მოცულობას, რომელიც შეიძლება შევადაროთ მონაცემთა მობილურ ტრაფიკთან ნოუთბუქებიდან. „ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ ადამიანებისა და კომპანიების სულ უფრო დიდი რიცხვი მობილური მოწყობილობების, მფდ-ისა და ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებისაგან არსებით უპირატესობებს იღებს“, - აღნიშნა კომპანია „ერიქსონის“ გლობალური ქვედანაყოფის უფროსმა იოჰან ვაიბერგმა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3852.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.